გვიან ღამით რიკოთზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო დაეჯახა.
მანქანაში მყოფი ოჯახის წევრები – მამა, დედა და 2 ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ხაშურის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მამა და შვილები თბილისში გადაიყვანეს.
დედის მდგომარეობა მძიმეა. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ხაშურის გორმედის საავადმყოფოში უტარდება.
შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები