• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, ორშაბათი, 5 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა

ალია ავტორი - ალია
12:29 01-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა. მისივე ცნობით, მეუფე სტეფანე კლინიკაში კუჭნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით შეიყვანეს.

“შემოყვანილია პაციენტი ჩვენთან კუჭნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით, ჩატარებული კვლევებით აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა, ჩაუტარდა სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება, მას ჰქონდა დანაკარგი სისხლის, ასევე შევსებული არის სისხლის კომპონენტებით ეს დანაკარგი, დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, მნიშნველოვნად გაუმჯობესებულია, კონტაქტური და ადეკვატურია” – ამბობს მეუფე სტეფანეს ექიმი.

ცნობისთვის, მსოფლიო საეკლესიო სიახლენის Facebook-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი ცაგერში საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უარყოფს, რომ მიტროპოლიტმა საკუთარ კელიაში გონება დაკარგა.

ამასთან, საპატრიარქო უარყოფს იმ ინფორმაციასაც, რომ მეუფე სტეფანეს შესაძლოა თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, მაგრამ თავად არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა მიტროპოლიტის ცუდად გახდომის მიზეზი. 

“დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას
“, – წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved