ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ნაპოვნი ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ორჟონია სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
ცნობისთვის, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
კომენტარები