• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

როგორი უნდა იყოს თქვენი აგვისტო თუ ავტომობილი თქვენი მეგობარია – „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის ბოლო შემოთავაზებები

ალია ავტორი - ალია
19:08 08-17-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

თუ თქვენი ავტომობილისთვის ჯერ კიდევ ვერ მოიცალეთ, ახლა ამისათვის საუკეთესო მომენტია.

აგვისტო შვებულებების პერიოდია. ადამიანების უმეტესობა სწორედ ახლა მიდის დასასვენებლად. ავტომობილსაც ზუსტად ამ დროს, ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეში და მით უმეტეს, შორ გზაზე წასვლის წინ სჭირდება შემოწმება და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის ჩატარება. ნებისმიერმა მძღოლმა იცის, რომ სანამ ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრება, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი გამართულია, და ყველაფერი წესრიგში აქვს. დაგეგმილი სერვისის ჩატარებაც (ძრავის ზეთის შეცვლა, ფილტრების შეცვლა, გაგრილების სისტემის მოწესრიგება, კონდიციონერის სისტემის გამართვა და ა.შ.) სწორედ ამ დროსაა რეკომენდებული. ამასთან, ზუსტად აგვისტოშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ავტომობილს კარგი ზაფხულის საბურავები ეყენოს.

ერთი სიტყვით, წელიწადის ამ ყველაზე ცხელ დროს, მძღოლმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს და თუკი ამისათვის დღემდე ვერ მოიცალეთ, სწორედ ახლაა საუკეთესო დრო, რადგან „თეგეტა მოტორსში“ ზაფხულის მთავარი აქციები დაიწყო – თანაც, ყველა ერთად.

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებებით თქვენს ავტომობილს მარტივად და სხვა პერიოდებთან შედარებით, კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად გამართავთ და ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ იმგზავრებთ. აგვისტოს თვეში, სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ყველა სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, პარასკევს, შაბათს და კვირას კი – არსებულ ფასდაკლებასთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტებზე გაორმაგებული ფასდაკლება იმოქმედებს (თეგეტა მოტორსის ბარათის ტიპის მიხედვით). გარდა ამისა, 16  აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით 20%-იანი ფასდაკლება იქნება Motul-ის მარკის  უმაღლესი ხარისხის ზეთებზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან აქციებსა და ფასდაკლებებს:

არ დაგავიწყდეთ სალონის ფილტრი!

ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოში მძღოლი ყველაზე ხშირად იყენებს კონდიციონერს და ამ საკმაოდ ფაქიზ და კარგად მოსავლელ სისტემას ყველაზე დიდ დატვირთვებზე ამუშავებს. იმისათვის, რომ კონდიციონერმა ავტომობილის ინტერიერი იდეალურად გააგრილოს და რესურსის მაქსიმუმი გამოიყენოს, აუცილებელია, რომ სალონის ფილტრი იყოს ახალი. ეს ისეთი დეტალია, რომელიც მძღოლებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე – არადა, სალონის ფილტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კონდიციონერის გამართული მუშაობისთვის, არამედ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძღოლმა და მგზავრებმა სუფთა, გაფილტრული ჰაერი ისუნთქონ.

თეგეტა მოტორსი აგვისტოს ბოლომდე სალონისა და ჰაერის ფილტრების სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

კარგი ზაფხულის საბურავი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია

აგვისტო ზაფხულის სეზონის ყველაზე ცხელი თვეა და მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებისთვის სწორედ ამ დროსაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ავტომობილს ხარისხიანი და ახალი ზაფხულის საბურავები ეყენოს. გახსოვდეთ: ზაფხულის საბურავი სწორედ ამ დროს ავლენს შესაძლებლობების მაქსიმუმს სამუხრუჭე მანძილის მინიმუმამდე შემცირებისა და ცხელ ასფალტზე მაქსიმალური მოჭიდების თვალსაზრისით.

თქვენი უსაფრთხოებისთვის, „თეგეტა“ ზაფხულის საბურავებს აგვისტოში 79-ლარიდან გთავაზობთ. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით, Riken-ის საბურავის შეძენისას დისკის ზომის მიხედვით მიიღებთ ფასდაკლებას. მარტივად რომ ვთქვათ: რა ზომის დისკიც აქვს თქვენს ავტომობილს, იმდენ პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძენთ საბურავს.

გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ Riken-ისა და Laufenn-ის შერჩეული საბურავებიც სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის: Honda Fit – 175/65 R14 – 105 ლარი; Toyota Prius – 195/65 R15 – 119 ლარი. (აქციის სპეციალურ ფასში არ შედის საბურავის შეცვლის სერვისის ღირებულება – ნათიკა, ეს მგონი ზედმეტია სტატიაში) 

ფასდაკლება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებზე

შესაძლოა, ბევრმა მძღოლმა არ იცოდეს, რომ აკუმულატორისთვის რთულ საექსპლუატაციო პერიოდად მხოლოდ ზამთარი კი არა, ზაფხულის სეზონიც მიიჩნევა, განსაკუთრებით კი აგვისტო. სწორედ ამ დროს შეიძლება იჩინოს თავი ნებისმიერმა სისუსტემ.

„თეგეტა მოტორსი“ აგვისტოში პრემიუმ ბრენდის Varta-ს აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. დამატებით კი, „თეგეტაში“ ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებთ. ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორების უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისითაც.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ენერგიის წყაროა. ის მანქანას ენერგიას აწვდის მაშინ, როდესაც ძრავა გამორთულია, პირველ რიგში კი ძრავის ამუშავებაზე, ავტომობილის დაქოქვაზეა პასუხისმგებელი. აკუმულატორის რესურსი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით, 3-დან 7 წლამდეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და დიდი რესურსის პროდუქტი შეიძინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებული იყოს ავტომობილი, რათა გამოირიცხოს დენის ე.წ. დაკარგვა და ახალმა აკუმულატორმა სრულფასოვნად იმუშაოს.

უსასრულო გარანტია საბურავებზე, აკუმულატორებსა და ხუნდებზე

მომხმარებელი „თეგეტა მოტორსში“ სხვადასხვა პროდუქტებზე უსასრულო გარანტიას მიიღებს, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა.  

უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე; პლუს ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე. უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას!

მაქსიმალური კომფორტი ნებისმიერ სერვისზე

იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას – დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

ამ შემოთავაზებების გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა თეგეტას ონლაინ მაღაზიაში tegetashop.ge -ზე და დისტანციური გაყიდვების ცენტრის საშუალებით (032) 226 44 44 შეგიძლიათ, სადაც სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებებიც დაგხვდებათ, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ მიიღოთ, ხოლო თბილისში კი ისარგებლოთ ექსპრეს მიტანის სერვისითაც.

დაბოლოს: თუ ფიქრობთ, რომ ავტომობილის შესამოწმებლად და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის მისაღებად თავისუფალი დროის გამონახვა გაგიჭირდებათ, „თეგეტა მოტორსს“ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მომსახურება „კომფორტი“, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ავტომობილს თეგეტას პროფესიონალი პერსონალი თვითონ წაიყვანს, შეამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სერვისს ჩაუტარებს და თქვენთვის კომფორტულ დროს, თქვენთვის მისაღებ ადგილზე დაგიბრუნებთ.

„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved