მას შემდეგ, რაც სხდომათ დარბაზიდან ოპოზიციის წევრები გამოაძევეს, ისინი “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციის ოთახში შეიკრიბნენ და თათბირს მართავენ.
წინასწარი ინფრომაციით, ისინი დღეს ბიუროს სხდომას დაესწრებიან, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიცია რუსული კანონის გაპროტესტებას ბიუროს სხდომაზეც გეგმავს.
ხელისუფლების ოპონენტები ახლა სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
კომენტარები