• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

ალია ავტორი - ალია
17:21 05-15-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
521

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება თანამედროვე გარემოსდაცვითი დღისწესრიგის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენას.

კეთილშობილი კავკასიური ირემი, არჩვის სამხრეთკავკასიური ქვესახეობა და კასპიური შურთხი – ეს იმ სახეობათა ჩამონათვალია, რომელთა მცირე ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საირმის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეინიშნება. ეკოლოგიური რესურსებითა და ბუნებრივი ლანდშაფტით მდიდარი ადგილი საუკეთესო პირობებს ქმნის საფრთხეში მყოფი სახეობების დასაცავად.

ისტორიული პროექტისა და „საირმეს რეკრეაციულიფერმის“ მოწყობის დამტკიცების შემდეგ ამ მისიის განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვაზე პასუხისმგებლობა ახლა ლიცენზიატს ეკისრება, რომელიც მოვალეობასგეგმის მიხედვით ასრულებს. უსაფრთხო გარემოუმთავრესი ფაქტორია, რაც, მაგალითისათვის, კეთილშობილი კავკასიური ირმის საირმეში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ამ დროისათვის დაახლოებით 1000 კავკასიური ირემია, რაც საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია. მისი დნმ სრულიად განსხვავდება ევროპაში გავრცელებული სახეობისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოყვანა მხოლოდ კავკასიის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, ისიც მხოლოდ დნმ–ის დადასტურებითა და სახელმწიფოს ნებართვით. არსებობს მეორე გზაც, რომელიც საირმის ტერიტორიაზე შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს. აუცილებელია, ტერიტორიაზე შეწყდეს ბრაკონიერობა, გაკონტროლდეს მტაცებელთა რაოდენობა, შემოისაზღვროს დაცული ტერიტორია, რომელიც 10 000 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, და მუდმივად კონტროლდებოდეს.

რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: „კეთილშობილი კავკასიური ირემი საქართველოს ტერიტორიაზე ბორჯომ–ხარაგაულის ნაკრძალში, გურია–აჭარის ქედზე, ლაგოდეხის ნაკრძალში, ასევე, გარდაბნის აღკვეთილში გვხვდება. მცირედი შემოსვლები აღინიშნება საირმეში, სადაც ამ დროისათვის მიმდინარე პროცესები იმედის მომცემია. ტერიტორია აღჭურვილია დაცვით, ყველგანმავალი ავტომობილებით მიმდინარეობს მონიტორინგი, დამონტაჟებულია ფოტოხაფანგები, პროცესში ჩართულია დრონები. თუ ტყე დაცული იქნება, საირმეს ირემი დაუბრუნდება.

რაც შეეხება ირმის გამრავლების შესაძლებლობებს, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოპულაცია იქვეა, აბასთუმნის თავზე. თუ მას საირმეში უსაფრთხო გარემო დახვდება, ირემიც შემოვა, ეს ბუნებრივი პროცესია. ბიჟინი (ირმის ნაშიერი) სადაც იბადება, იქვე რჩება, ის ადგილი იქცევა მის სამშობლოდ.

მეორე ვერსიაა ირმის საშენში გამრავლება, რომლის მოწყობის ვალდებულებაც „საირმეს რეკრეაციულმა ფერმამ“ აიღო. ის შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კი ლიცენზიატისთვის წინაპირობაა, სახელმწიფოსგან მიიღოს უფლება, ბუნებაში მოიპოვოს ირემი გამრავლების მიზნით და შემდეგ უკან გაუშვას. მესამე გზა კი მისი სხვა ქვეყნიდან შემოყვანაა, თუმცა მხოლოდ დნმ–ის გადამოწმებით. ამას თავისი უპირატესობები აქვს – სხვადასხვა ბუდის ირმების შეჯვარებით სისხლი განახლდება. ეს ძალიან კარგი იქნება არა მხოლოდ საირმისთვის, არამედ მთელი ბორჯომ–ხარაგაულის აკვატორიისთვის“.

ცხოველთა მოპოვების უფლების მისაღებად საშენი შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი და ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. აუცილებელია დიდი ტერიტორია, დაცული ღობითა და სამეთვალყურეო სისტემით. ამასთანავე, თითოეულ ცხოველს, რომელსაც ფერმიდან ღია ტერიტორიაზე გაუშვებენ, ექნება სპეციალური GPS საყელო, რათა მუდმივი დაკვირვება იყოს შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებშივე, ტყეში მალე გაჩნდება სამარილეებიც, რაც ტერიტორიაზე ცხოველის გაჩერება–დარჩენას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ფერმაში ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია. ასევე, დამონტაჟებულია 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გაიზრდება და სათანადო ლოკაციებზე განთავსდება.

„საირმე, რომელიც ცნობილია, როგორც სამკურნალო და საკურორტო ზონა, თავისი ტენიანი კლიმატითა და ტყიანი ტერიტორიებით იდეალურ გარემოს ქმნის ირმებისთვის. რეგიონს აქვს საკვები რესურსები, წყლის საკმარისი მარაგი და შედარებით დაცული გარემო – ეს ყველაფერი აუცილებელია ირმის პოპულაციის წარმატებული გამრავლებისთვის. საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, ქვეყანაში არანაკლებ 60-70 000 ერთეული კავკასიური ირემი უნდა იყოს. როცა ესციფრი 1000 ერთეულს სულ ოდნავ აღემატება, ნიშნავს, რომ ეს პოპულაცია კვდება“, – ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში განთავსებულმა ფოტოხაფანგებმა ტერიტორიაზე აღმოაჩინა კიდევ ერთი საინტერესო არჩვის ქვესახეობა(ლათ. Rupicapra rupicapra aziatica), რომელიც ასევე წითელ ნუსხაშია დაცული. საქართველოში მისი ორი ქვესახეობაა და, როგორც სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, ორივეს დაცვა სჭირდება.

პროექტის ფარგლებში, მაისის მეორე ნახევრიდან საირმის ტყეში ექსპერტთა საველე გასვლები იგეგმება.

„ვვარაუდობთ, რომ მეურნეობის ტერიტორიაზე, მთების კლდოვან ნაწილში არის კასპიური შურთხიც. თუ დადასტურდა, ეს ძალიან სასიხარულო აღმოჩენა იქნება, ცნობილია, რომისიც გადაშენების პირასაა. ამის მიზეზი უმეტესწილად არარეგულირებული ძოვება გახდა. მაგალითად, ცხვრის ფარა ფრინველის საბუდარადგილებში ძოვისას ხშირად ფრინველის ბუდეებს ანადგურებს.

თუ ველური ბუნება გაქრება, გაქრება შინაური ცხოველიც და ადამიანიც. ერთი რგოლისამოვარდნაც კი ყველაფრის რღვევას განაპირობებს. ვფიქრობ, პასუხისმგებლობიანი მეურნეობების გაჩენა ამ პროცესის შეჩერებას და წითელ ნუსხაში არსებული ცხოველების გადარჩენა–გამრავლებას შეუწყობს ხელს“, – გვითხრა რევაზ ბეჟაშვილმა.

გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, მათ შორის კეთილშობილი კავკასიური ირმის დაბრუნება, საირმეშიფართო მიზანს, ეკოლოგიურ თანასწორობას ემსახურებადა მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარემოს დაცვის უმთავრეს ფაქტორთან ერთად, საირმეში დაწყებული მასშტაბური პროექტი დაეხმარება დაწაახალისებს ეკოტურიზმს საქართველოში, რაც, თავისმხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც აისახება.

(R)

 

 

თეგები: საირმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ახალი ამბები

Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული

12:40 08-26-2025
არდადეგებიდან სკოლამდე მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

არდადეგებიდან სკოლამდე მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად

12:17 08-26-2025
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

17:41 08-25-2025
პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
ახალი ამბები

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

15:36 08-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved