• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი იქნება COVID-19-ის მეხუთე ტალღის პიკი – ექიმები კოვიდვითარების გაუარესების მოლოდინში არიან

ალია ავტორი - ალია
12:22 10-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

როგორი იქნება კოვიდის მეხუთე ტალღის პიკი, რას უნდა ველოდოთ ნოემბერ-დეკემბერში – სპეციალისტები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ. მათი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ბოლო პერიოდის მსგავსი ტემპებით გავრცელებას განაგრძობს, ქვეყანაში სულ მალე საწოლფონდის დეფიციტი გარდაუვალი იქნება. ექიმები კიდევ ერთხელ საუბრობენ აცრისა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე.

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო სექტორის გადატვირთვა, თავისთავად, გამოიწვევს ხარისხის გაუარესებას. ექიმი გამოსავალს ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვაში ხედავს

“ვითარება გაუარესებულია და ბოლო ორი კვირაა, ერთსა და იმავე მაჩვენებელზე რჩება. სახიფათო ვითარებაა, იქიდან გამომდინარე, რომ მომართვიანობა თუ გაიზარდა, არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსის, თუ სხვა ვირუსების გამო, ეს გამოიწვევს სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო მეტ გადატვირთვას და შესაბამისად, ხარისხი გაუარესდება.აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ავიცრათ,” – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის, ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, არის  მოლოდინი, რომ შემთხვევები კიდევ გაიზრდება, რაც საწოლფონდების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის. ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია, ვაქცინირებულთა რაოდენობა შესაბამის ნიშნულამდე მივიდეს:

“ჩვენ ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას და რეალურად, ქვეყანაში არის შემდგომი ტალღის გავრცელება და მიმდინარე თვეები იქნება საკმაოდ მაღალი გავრცელებით, რაც გააჩენს იმის საშიშროებას, რომ გადაიტვირთოს საწოლფონდები. ვაქცინებულთა რაოდენობის მატება არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რათა მივაღწიოთ დამცველობით, ე.წ პოპულაციურ იმუნიტეტს და თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გართულებული შემთხვევები,” – აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved