• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორი იქნება covid 19-ის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე – სცენარები და პროგნოზები“ – PMCG-ს მიმოხილვა

ალია ავტორი - ალია
21:03 04-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის (uncertainty) დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებას, რადგან გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი დინამიკა და მასშტაბი, ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატის შექმნა, წარმოებისა და მომხმარებლების ქცევის ცვლილება, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, PMCG-მ შეადგინა საქართველოში მშპ-ს ზრდის სამი სავარაუდო სცენარი ვირუსის შეკავების ღონისძიებების სხვადასხვა ხანგრძლივობისათვის:

სცენარი I: ოპტიმისტური

ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 2.5 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით – ნაწილობრივ. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივნისის დასაწყისიდან, ხოლო სრულად – 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან.

სცენარი II: ნაკლებად პესიმისტური

ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 4 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით – ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად – 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

სცენარი III: ძალიან პესიმისტური

ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 6 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით – ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად – 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან. სცენარი ასევე ითვალისწინებს ვირუსის შესაძლო განმეორებით ტალღებს.
განხილული სცენარების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკურ სექტორებზე შესაძლო გავლენების შეფასების შედეგად, შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის ცვლილება.

“ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება (-4.3%) რაც აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს (-3.7%).

ნაკლებად პესიმისტური სცენარი ეკონომიკას 8%-ით ამცირებს, მეტად პესიმისტური კი 12.9%-ით. განხილული სამი სცენარის მიხედვით, შესაძლებელია, იმ ხუთ-ხუთი სექტორის გამოყოფა, რომელზეც, სხვა სექტორებთან

შედარებით, შოკმა უფრო დიდი (უარყოფითი / ნაკლებად უარყოფითი) გავლენა შეიძლება მოახდინოს. ხუთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია: ხელოვნება, გართობა და დასვენება; განთავსება და საკვების მიწოდება; ტრანსპორტი და დასაწყობება; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; სხვა სახის მომსახურება.

შემდეგ 5 სექტორზე კი მოსალოდნელი გავლენა უმნიშვნელოდ უარყოფითი ან დადებითია: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; სახელმწიფო მმართველობა; სამთომოპოვებითი მრეწველობა; სხვა სახის მომსახურება;

ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინებით, თითქმის გარდაუვალია ამ სექტორებში დასაქმების შემცირებაც. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზით, ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში შემცირდება 6.3%-ით, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით – 9.8%-ით, ხოლო ძალიან პესიმისტური სცენარის შემთხვევაში – 14.4%-ით. უმუშევრობის სავარაუდო საშუალო მაჩვენებელი 2020 წელს კი ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, გაიზრდება 14.1%-მდე, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით – 17.7%-მდე, ხოლო ძალიან პესიმისტური სცენარის მიხედვით – 22.7%-მდე.

მოსალოდნელია, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენა შეცვლის დასაქმების სტრუქტურას საქართველოში და მეტად მოწყვლადს გახდის თვითდასაქმებულების ჯგუფს, რომლებიც 2019 წლის მონაცემებით სამუშაო ძალის 44%-ს შეადგენენ, – ნათქვამია PMCG-ს მიმოხილვაში.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved