ღამით პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან ლურჯი სუპერმთვარის ხილვა გახდა შესაძლებელი.
ლურჯი მთვარე ეწოდება ასტრონომიულ მოვლენას, როდესაც სავსე მთვარე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მეორედ ფიქსირდება. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. სუპერმთვარედ კი დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს.
ეს ასტრონომიული მოვლენა ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს. გთავაზობთ ლურჯი მთვარის ყველაზე შთამბეჭდავი სურათების გალერეას.
კიოლნის ტაძარი, გერმანია/ Thilo Schmülgen/Reuters
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია/ Bruna Prado/AP
ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი/Dmitri Lovetsky/AP
სევილია, ესპანეთი/Cristina Quicler/AFP/Getty Images
გალათას კოშკი, თურქეთი/Ümit Bektaş/Reuters
იერუსალიმი/Menahem Kahana/AFP/Getty Images
კომენტარები