გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მარტს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +18, +23°, სანაპირო რაიონებში +11, +16°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +10, +15°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7°, დღისით +16°.














კომენტარები