გარემოს ეროვნული სააგენტო 11 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +1 +6°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, შიდა ქართლში -8°-მდე, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -12, -7°, დღისით +2, +7°, მაღალმთაში ღამით -15, -10°, დღისით -2, +3°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით +10°














კომენტარები