10 მარტს ქუთაისში წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმა ნავარაუუდები. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა იქნება ფოთშიც, დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურში და ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს
თოვლია მოსალოდნელ ბორჯომში, სადაც დღისით +5, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვს, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია გორშიც და დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი იქნება +5 გრადუსამდე, ღამით კი -1 გრადუსი .
თოვს გუდაურშიც. დღე -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს. დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმა +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდები.
წვიმიანი დღეა გურჯაანშიც, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით წვიმა და +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.
კომენტარები