• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ზრუნავს თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, შიდა გუნდსა და ტექ. კომუნის შენებაზე

ალია ავტორი - ალია
11:54 07-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანიის პროდუქტების უკან ტექნოლოგიური გუნდი და ამ გუნდში კონცენტრირებული ცოდნა/გამოცდილება დგას. ეს ის ადამიანური რესურსია, რომლის განვითარებასა და შენარჩუნებას დღეს მსოფლიოს ნებისმიერი მოწინავე ტექ. კომპანია ცდილობს.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია იზიარებს ამ მოსაზრებას, რაც ადამიანური რესურსების კუთხით, შიდა გუნდზე ზრუნვასა და ტექ. კომუნის შენებაში გამოიხატება. დღეს თანამედროვე სამუშაო გარემო, ხელსაწყოები და კონკურენტული ანაზღაურება საკმარისი აღარაა იმისთვის, რომ გყავდეს საუკეთესო ტექ გუნდი რეგიონში. სწორედ ამიტომ თიბისის HR სტრატეგია ორ მიმართულებას გამოყოფენ: საინტერესო საქმე — ყოველდღიური პროფესიული გამოწვევებით სავსე სამუშაო პროცესი და მამოტივირებელი აქტივობები, რაც ხელს უწყობს ტექ. გუნდის ზრდასა და შენარჩუნებას.

“დღეს ნებისმიერი საქმის/ახალი პროექტის, ინოვაციის სათავე არის ტექნოლოგია და შესაბამისად, მასზე მომუშავე ადამიანები. ბაზარზე ტექნოლოგიური განათლების მქონე კადრების დეფიციტია. ჩვენთვის თითოეული ამ კუთხით მომუშავე ადამიანის მოზიდვა და გრძელ ვადაში ორგანიზაციაში მათი შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი შიდა სისტემა მოწყობილი გვაქვს ისე, რომ ადამიანები შევინარჩუნოთ და ვცდილობთ, რომ მათი მოტივაციისთვისაც ბევრი რამ გავაკეთოთ” – თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი გვანცა მურღვლიანი

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია მუდმივად იხვეწება, ავითარებს მიმდინარე პროცესებსა და მიდგომებს, რაც გუნდის კულტურის ნაწილი ხდება.

“თიბისიმ ბოლო წლებში დიდი ინვესტიცია ჩადო ამ მიმართულებებში: გაზარდა ტექ. გუნდი და ამ გუნდის წევრებად ასევე მოიწვია საერთაშორისო გამოცდილების მქონე უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები, განაახლა ტექნოლოგიური ბაზა და დანერგა პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლების საჭიროებების სწრაფად დადგენას და დაკმაყოფილებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გზით” – ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის IT მიმართულების ხელმძღვანელი.

თიბისის ტექნოლოგიურ კომპანიაში ახალ პროდუქტზე მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე ტექ. თანამშრომლები ერთვებიან და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრაში იღებენ მონაწილეობას, არამედ გადაწყვეტილების მიღებასა და პროდუქტის განვითარებაშიც. ამას ემატება გამოცდილი გუნდი, თანამედროვე მიდგომები და გამართული ტექნოლოგიური პროცესები. ამ ფორმულის ხარჯზე თიბისიში ტექ პროდუქტების მაღალი ხარისხი და თანამშრომლების კმაყოფილება მიიღწევა.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved