• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე“ – ლევან ბოკერია ბაბუაზე

ალია ავტორი - ალია
13:59 12-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
545

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას შვილი ლევან ბოკერია ბაბუის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტა აქვეყნებს.

„ბოლო პერიოდში, ძალიან ვცდილობდი ლელოსთან ბევრი მესაუბრა. იმისთვის, რომ აქტიურად ყოფილიყო და გონებას ევარჯიშა. ვთხოვდი მოეყოლა ან დაეწერა მოგონებები, ისტორიები, და თავგადასავლები მისი ცხოვრებიდან. რამოდენიმე ისეთი რამ მომიყვა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი.

თუ როგორ ერთობოდნენ ახალგაზრდობაში, როგორ მოგზაურობდნენ და იკარგებოდნენ, როგორ აირჩია პროფესია, მერე რა პროექტებში მონაწილეობდა რომლებისთვისაც შემდეგ პრემიებს იღებდა, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს, რა ხდებოდა 90-იანებში, და ასე შემდეგ.

ბოლოს უკვე უჭირდა წერაც და გახსენებაც… როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე…

მეგობრებო, არ მოგერიდოთ და არ დაიზაროთ. ესაუბრეთ თქვენს ბებია-ბაბუებს. ჰკითხეთ როგორ გაიზარდნენ, რითი ერთობოდნენ, სად ისვენებდნენ ზაფხულში, როგორი იყო მათი დღითი-დღე ცხოვრება, რა “კლიჩკა” ჰქონდათ მეგობრებში, რა ეხერხებოდათ, რა არ გამოსდიოდათ, რისი იმედები და როგორი გეგმები ჰქონდათ ცხოვრებაში. უზარმაზარ სამყაროს აღმოაჩენთ…

თორემ შეიძლება გადადოთ და ერთ დღეს, რის ყურებასაც და ვის გვერდში ყოფნასაც მიჩვეული ხართ მთელი ცხოვრება, ის უცებ აღარ იყოს…“, – წერს ლევან ბოკერია.

ცნობისთვის, გიგია ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია 7 დეკემბერს გარდაიცვალა, მას გული გაუჩერდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved