სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიციელის ცოლის დაწერილი ისტორია ვრცელდება, მ. ფ.:
” ჩემი ქმარი ყოფილი პოლიციელია, დიდი თანამდებობა ეკავა, ახლა პენსიაზე და კარანტინზე ერთდროულად ზის.
ხოდა, ვეუბნები: წამო, პარკისკენ გავისეირნოთ, დავიღალე სახლში ჯდომით-მეთქი. რას ამბობ, გოგო, მე ხელს არ მახლებენ ყველა მიცნობს და შენ დაგაჯარიმებენო.
არც მე დამაჯარიმებენ, ვიტყვი ძაღლს ვასეირნებ მეთქი”
რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი მეუღლეს ეხუმრა და რა თქმა უნდა, მის მეუღლეს, იუმორის კარგი გრძნობა აქვს.
თუ თქვენც გყავთ მეუღლე ყოფილი პოლიციელი – შეგიძლიათ ეს ხუმრობა გაიმეოროთ საპატრულო პოლიციასთან, ოღონდ ჯერ დარწმუნდით, რომ პატრულს, რომელიც გაგაჩერებთ, იუმორის გრძნობა აქვს.
კომენტარები