• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს კორონავირუსზე

ალია ავტორი - ალია
20:26 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ორგანიზაცია (UNICEF GEORGIA) ახალი კორონავირუსზე ბავშვებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდების შესახებ სტატიას აქვეუნებს.

ინფორმაციის შემდგენი: ჯეიქობ ჰანთი, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი

ძალიან ადვილია, დაგაბნიოთ 2019 წლის კორონავირუსის (COVID-19) დაავადების შესახებ ამჟამად თქვენ მიერ მიღებული ინფორმაციის მოცულობამ და შინაარსმა. ასევე გასაგებია, თუ თქვენი შვილებიც აღელვებულები არიან. შესაძლოა, ბავშვებს გაუჭირდეთ იმის გაგება, რასაც ხედავენ ინტერნეტ სივრცესა თუ ტელევიზიებში ან რაც ესმით სხვა ადამიანებისგან. შესაბამისად, ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდებიან შფოთის, სტრესისა და დარდის კუთხით. მაგრამ ღია საუბარი თქვენს შვილებთან, სადაც ისინი მხარდაჭერას იგრძნობენ, დაეხმარება მათ, გაიგონ, თუ რა ხდება, გაუმკლავდნენ მდგომარეობას და დადებითი წვლილიც კი შეიტანონ სხვა ადამიანების ცხოვრებაში.

1. დაუსვით ღია კითხვები და მოუსმინეთ

წამოიწყეთ საუბარი თქვენს შვილებთან ამ თემაზე. გაიგეთ, რა იციან მათ უკვე და მიჰყევით მათ მსჯელობას. თუ იმდენად პატარა ბავშვები გყავთ, რომ მათ ჯერ არ სმენიათ ამ დაავადების გავრცელების შესახებ, არ დაგჭირდებათ ამ თემის წამოჭრა – უბრალოდ, ყოველთვის შეახსენეთ ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ მათში ზედმეტი შიშის გამოწვევის გარეშე.

დარწმუნდით, რომ დაცულ გარემოში ხართ და მიეცით ბავშვებს საშუალება, თავისუფლად გესაუბრონ. საუბრის წამოსაწყებად სასარგებლო იქნება ხატვა, ამბების მოყოლა და სხვა აქტივობები.

რაც ყველაზე მნიშნველოვანია, არ გაუბათილოთ ან თავი არ აარიდოთ იმ თემებს, რაზეც ისინი ღელავენ. დაუდასტურეთ, რომ გესმით მათი და დაარწმუნეთ, რომ ასეთ დროს ბუნებრივია, ადამიანს გქონდეს შიშის გრძნობა. თქვენი ყურადღების სრული გამოხატვით აჩვენეთ, რომ უსმენთ მათ და დაარწმუნეთ, რომ მათ შეუძლიათ თქვენთან და მათ მასწავლებლებთან ნებისმიერ დროს საუბარი.

2. იყავით გულწრფელი: აუხსენით სიმართლე ბავშვისთვის გასაგები ფორმით

ბავშვებს აქვთ უფლება, მიიღონ მართალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მსოფლიოში. მაგრამ უფროსებს აქვთ პასუხისმგებლობა, დაიცვან ბავშვები სტრესისგან. გამოიყენეთ თქვენი შვილების ასაკისთვის შესაფერისი ენა, დააკვირდით მათ რეაქციებს და იყავით მგრძნობიარე მათი შეშფოთების ხარისხის მიმართ.

თუ ვერ სცემთ პასუხს მათ კითხვებს, არ სცადოთ პასუხის გამოცნობა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ერთად მოიძიოთ პასუხები. ინფორმაციის ძალიან კარგი წყაროებია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციაბის ვებ-გვერდები, როგორიცაა გაეროს ბავშთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. აუხსენით, რომ ინტერნეტიდან მიღებული ზოგი ინფორმაცია არ არის სწორი და ყველაზე კარგი გზა არის, ვენდოთ ექსპერტებს.

3. აჩვენეთ, როგორ დაიცვან თავი და მათი მეგობრები

ერთ ერთი საუკეთესო გზა ბავშვების კორონავირუსისგან და სხვა დაავადებებისგან დასაცავად არის ის, რომ ასწავლოთ ხელების რეგულარული დაბანა. ეს არ უნდა იყოს შიშის გამომწვევი საუბარი. მათთან ერთად იმღერეთ ეს სიმღერა ან იცეკვეთ ეს ცეკვა, რაც სწავლების პროცესს უფრო სახალისოს გახდის.

ასევე უნდა აჩვენოთ ბავშვებს, ხველების ან დაცემინებისას როგორ დაიფარონ პირი მოხრილი მკლავით. აუხსენით, რომ ახლოს არ უნდა მივიდნენ იმ პირებთან, ვისაც აღენიშნება ეს სიმპტომები და სთხოვეთ, გაგაგებინონ, თუ ექნებათ ტემპერატურის მატების შეგრძნება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

4. დაამშვიდეთ

როდესაც ტელევიზიით ან ინტერნეტით ვხედავთ ბევრ შემაშფოთებელ კარდს, ადვილია ზოგჯერ ვიფიქროთ, რომ კრიზისმა მთლიანად მოგვიცვა. ბავშვებმა შეიძლება ვერ გაარჩიონ ეკრანზე ნანახი და პირადად მათ ირგვლივ არსებული რეალობა და შეიძლება დაიჯერონ, რომ გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგანან. შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის თამაშისა და დასვენების საშუალების მიცემით თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ თქვენს ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში. რამდენადაც შესაძლებელია, არ შეცვალოთ მათი რეგულარული რუტინა და დღის განრიგი, განსაკუთრებით დაძინებამდე, ან დაეხმარეთ ახალ გარემოში მათთვის ახალი განრიგის შექმნაში.

თუ თქვენს საცხოვრრებელ რეგიონში დაავადების გავრცელებას დიდი მასშტაბები აქვს, შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ დიდი ალბათობით ისინი არ დაავადდებიან, აუხსენით, რომ ადამიანთა უმრავლესობას, ვისაც ემართება კორონავირუსი, დაავადება შედარებით მარტივად გადააქვს და რომ უამრავი უფროსი ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ იყოს.

თუ თქვენი შვილი თავს ცუდად გრძნობს, აუხსენით, რომ უნდა დარჩნენ სახლში/საავადმყოფოში, ვინაიდან ეს უფრო უსაფრთხოა პირადად მათთვის და მათი მეგობრებისთვის. დაარწმუნეთ, რომ გესმით, რომ ეს ხშირად რთულია (შეიძლება, შემაშინებელიც ან მოსაწყენიც კი), მაგრამ წესების თანმიმდევრული დაცვა ყველას უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.

5. შეამოწმეთ, ხომ არ არიან სტიგმის მსხვერპლი ან გამავრცელებელი

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ვრცელდება მსოფლიოში რასისტული დისკრიმინაციის ფაქტების შემთხვევებიც. ამდენად, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ თქვენი შვილები არც თავად განიცდიან ბულინგს სხვების მხრიდან და არც თვითონ ავიწროებენ სხვას ამ ნიშნით.

აუხსენით, რომ კორონავირუსი არ არჩევს, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, საიდან არის ის, ან რა ენაზე ლაპარაკობს. უთხარით, რომ თუ მათ რამე იარლიყებს აწეპებენ ან ავიწროებენ სკოლაში, მათ თავისუფლად უნდა აცნობონ ამის შესახებ იმ უფროსებს, ვისაც თავად ენდობიან.

შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ სკოლაში ყველა იმსახურებს, იყოს უსაფრთხოდ. ბულინგი ყოველთვის ცუდია და ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი სიკეთისა და ერთმანეთის მხარდაჭერის გავრცელებაში.

6. მოძებნეთ დამხმარეები

მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს სიკეთითა და გულუხვობის გამოვლენით.

მოუყევით ამბები ჯანდაცვის მუშაკებზე, მეცნიერებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ. ბავშვებისთვის დიდი შვება იქნება, იცოდნენ, რომ კეთილი ადამიანები მუშაობენ და არ იშურებენ ძალისხმევას.

7. გაუფრთხილდით თქვენ თავს

თქვენ უფრო კარგად დაეხმარებით თქვენს შვილებს, თუ ასევე კარგად უმკლავდებით მდგომარეობას. ბავშვები მოგბაძავენ იმაში, თუ როგორ რეაგირებთ გაგონილ ამბებზე. შესაბამისად, როდესაც დაინახავენ, რომ თქვენ მშვიდად ხართ და აკონტროლებთ მდგომარეობას, თავადაც უფრო მშვიდად იქნებიან.

თუ თქვენ დაძაბული ან გაღიზიანებული ხართ, დაუთმეთ ცოტა დრო თქვენს თავს და მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თქვენთვის სანდო პირებს. გამოყავით დრო ისეთი რაღაცეების გასაკეთებლად, რაც დაგეხმარებათ, რომ დამშვიდდეთ და აღიდგინოთ ძალები.

8. დაასრულეთ საუბრები ყურადღების გამოვლენით

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ბავშვებს სტრესის მდგომარეობაში არ ვტოვებთ. თქვენი საუბრების დასასრულისკენ ეცადეთ, შეაფასოთ მათი შფოთვის დონე მათი სხეულის ენაზე დაკვირვებით. დააკვირდით, ჩვეულებრივი ხმით გელაპარაკებიან თუ არა და როგორ სუნთქავენ.

შეახსენეთ ბავშვებს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვენთან რთულ თემებზე საუბარი. შეახსენეთ, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე, უსმენთ მათ და რომ მათ განკარგულებაში ხართ ნებისმიერ დროს, როდესაც თავს შეშფოთებულად გრძნობენ.

edu.aris.ge

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved