• რეკლამა
  • კონტაქტი
23:49, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შევამციროთ თრომბოზის რისკი – ღოღობერიძის რჩევები კოვიდინფიცირებულებს

ალია ავტორი - ალია
13:20 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას საჭირო რჩევებს აძლევს. 

“ზოგადად, კოვიდინფექციის დროს ახალგაზრდები ნაკლებად იღუპებიან, მაგრამ ვინც იღუპება, აღმოჩნდა, რომ დომინირებს თრომბოზის ფაქტორი. აქ ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც შეიძლება მარტივად მოწყდეს, ფილტვის არტერიაში გაიჭედოს და გული გააჩეროს.

მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ როგორ შეიძლება შეამციროთ ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. 

მისგან თავის არიდება მარტივად, მედიკამენტების გარეშეც შეიძლება.

პირველი –  ეს არის, რომ ატაროთ რაც შეიძლება მოტკეცილი შარვალი, ეს დაახლოებით უტოლდება კომპრესულ სახვევებს. როცა გაცვიათ მოტკეცილი შარვალი, ეს ნიშნავს, რომ აწვებით ზედაპირულ ვენებს, მათ კეტავთ და სისხლი მოძრაობს მხოლოდ ღრმა ვენებში, თუ რა თქმა უნდა, ხართ კოვიდინფიცირებული ან ახლახანს მოიხადეთ კოვიდინფექცია. 

მეორე – დაწოლისას შეეცადეთ, ფეხები გქონდეთ გულის დონეზე ოდნავ მაღლა, ტერფების ქვეშ დაიდეთ ბალიში. ამ შემთხვევაში ხელს უწყობთ ღრმა ვენები კარგად დაიცალოს. თუ ის კარგად დაიცლება, სისხლი არ გაჩერდება და არ დაითრომბება.

მესამე – ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ, თუ ხართ კოვიდინფიცირებული ან ახლახან მოიხადეთ ინფექცია. ასეთ დროს მუხლქვეშა ვენას კეტავთ, სისხლი ჩერდება ღრმა ვენებში, რაც იწვევს თრომბოზს. 

მეოთხე – წონაში კლება. წონის შემცირება თამაშობს ძალიან დიდ როლს. 

მეხუთე – სითხეები მიიღეთ საკმარისი რაოდენობით. ძალიან ბევრმა იცით, რომ კოვიდინფექციის დროს უნდა ივარჯიშოთ, ვარჯიში ყველაზე იდეალური საშუალებაა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არასდროს, არც ერთი წამით არ იყოთ მოსვენებულ და მოდუნებულ მდგომარეობაში. სულ უნდა იმოძრაოთ. მაგრამ როცა ბევრს მოძრაობთ, ძალიან ბევრ წყალს აორთქლებთ და გამოშრებით, ასეთ დროს სისხლი ძალიან ბლანტდება და ითრომბება, ამიტომ სითხეები უნდა მიიღოთ. სითხეები უნდა მიიღოთ მანამ, სანამ თქვენი შარდი არ გახდება ღია ფერის, როცა ღია ფერის გახდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს. 

მეექვსე – თუ გაქვთ თრომბოზის ოჯახური ისტორია, თუ დედას, მამას, ბაბუას, ბებიას ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი ან სიმსივნეები, თუ აქვთ მიდრეკილება თრომბოზისკენ, შეეცადეთ, რომ საკვებში ნაკლებად მიიღოთ ისპანახი, მასში ძალიან ბევრია კა ვიტამინი, ასეთ დროს კი თრომბოზისკენ მიდრეკილ ადამიანებში იზრდება რისკი, ჯანმრთელ ადამიანებში ისპანახი პრობლემას არ წარმოადგენს”, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved