• რეკლამა
  • კონტაქტი
21:57, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორ შეიძლება პარლამენტის დეპუტატს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დღე-ღამეში 2000 ლარს იხდიდეს სასტუმროს ნომერში?!“ – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
23:58 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,949

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

-ამ საყოველთაო გაჭირვების დროს, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად, სოც-ქსელებში უამრავ განცხადებას ვნახულობთ, რომ ბავშვებს წამლისა და საოპერაციო ფული არ აქვს და ხალხს დახმარებას სთხოვენ მათი მშობლები, ხალხს შია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით  გადაადგილება არ შეუძლიათ, ლამის დაიცალა ქვეყანა და ხალხი საზღვარგარეთ გარბის ოჯახის სარჩენი ფულის საშოვნელად. ძალიან  ამაზრზენია ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი დეპუტატების უცხოეთის კურორტებიდან, ოჯახებთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოფენა სოც-ქსელებში და იმითი მეტიჩრობა, რომ დღეში 2000 ლარს იხდიან სასტუმროში. თურქულ კურორტებს აღარ კადრულობენ, იტალიის, საბრძნეთისა და ესპანეთის ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებენ. ეს არის კორუფციის  ნათელი მაგალითი. როგორ შეიძლება პარლამენტის დეპუტატს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ  დღე-ღამეში  2000 ლარს იხდიდეს სასტუმროს ნომერში?! ასევე, ეს არის თავხედობის, გოიმობის, ქაჯობისა და უზნეობის გამოვლინება. როგორ შეიძლება, მაშინ როდესაც ბავშვებს საჭმლის ფული არ აქვთ,  საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, დედაღორივით გასიებულ საკუთარ თანამეცხდრეს ასი ათასობით ლარი გადაუხადოს ბოტოქსისა და ფილერის გაკეთებაში?! აი, ეს მარაზმი და ეს საშინელება  აუცილებლად უნდა დამთავრდეს. ეს კასტა იცით, რისი ღირსია? 1917  წელს რომ გააკულაკეს და პასუხი აგებინეს ბევრ მჩაგვრელებს, ამის ღირსები არიან. თავიანთი გაუმაძღრობით, იმ დონემდე  მიიყვანენ ამ ხალხს, რომ  ქვეყანაში სოციალურ რევოლუციას მოახდენენ და ისეთი პროცესები წავა, როგორიც თავის დროზე იყო.  აი, ეს არის ყველაზე ამაზრზენი და საშინელება,  ამ ღორების და მათი ოჯახის  წევრების გამაძღარი საახეების ყურება. იმდენს ვერც ხვდებიან, რომ ამით, ამ ისედაც გაუბედურებულ ხალხს,  ნერვები რომ აღარ შერჩენიათ, კიდევ უფრო აღიზიანებენ.

– თავად ახდენენ საკუთარი თავის ლუსტრირებას. ფაქტიურად, ამ ფოტოების, ვიდეობის სახით დებენ არაპირდაპირ მტკიცებულებებს საკუთარი კორუფციული საქმიანობისას, ბიუჯეტიდან მოპარული მილიონებისას. არა?

– ბოდიში და, ამათ უკვე ფეხებზე ჰკიდიათ ლუსტრაციაც, ზუსტად ეს არის ცუდი. უკვე ისე გათავხედნენ, რომ დარწმუნებულნი არიან, ყველაფერი შერჩებათ და არასდროს არავინ მოსთხოვს პასუხს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად, არიან  აღვირახსნილი ადამიანები და მათმა თავხედობამ   უკვე პიკს მიაღწია. ზოგჯერ ერთადაც ისვენებენ იმ უცხოურ  კურორტებზე. არამარტო ჩაგრავენ საქართველოს მოსახლეობას, დასცინიან კიდეც. პირობას ვდებ, ქართველი ერი ძალიან მალე და ძალიან მკაცრად მოსთხოვს მათ პასუხს!!!

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved