• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ფიქრობთ, თქვენი შთამომავლებიც ჩემნაირად იამაყებენ თქვენით? – იულონ გაგოშიძის შვილი წულუკიანს

ალია ავტორი - ალია
13:45 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

“მე ვამაყობ, რომ ვარ გაგოშიძე და ვარ გიორგის შვილი და იულონის შვილიშვილი. როგორ ფიქრობთ, თქვენი შთამომავლებიც ჩემნაირად იამაყებენ თქვენით?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იულონ გოგოშიძის შვილიშვილი სოფო გაგოშიძე კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს.
“ქალბატონო კულტურის მინისტრო, უკვე მესამედ გაჟღერდა თქვენი და თქვენი გარემოცვის მხრიდან მითები ჩემი ამერიკაში სწავლის შესახებ. ჯერ ათქმევინეთ, რომ მუზეუმიდან ვარ გაგზავნილი სასწავლებლად, შემდეგ დოკუმენტში “გაგეპარათ” შეცდომა და დააწერინეთ, რომ მუზეუმიდან გაშვებულს ორი თვის ხელფასს ამინაზღაურებენ, დღეს კი ამაზე თავად ისაუბრეთ.
2018 წელს წამოვედი ამერიკაში ამერიკული დაფინანსებით და ვარ სადოქტორო პროგრამაზე შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისა და მუზეოლოგიის განხრით. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კი ამ პერიოდიდან შემიჩერა თანამშრომლის სტატუსი იმ მიზნით, რომ მიღებული განათლების შემდეგ ისევ იქ გავაგრძელებდი მუშაობას. სავარაუდოდ იფიქრეს, რომ მაღალი დონის განათლებამიღებული თანამშრომელი გამოადგებოდათ მომავალში. მეც ასე მოვიქცეოდი რომელიმე დაწესებულებას რომ ვმართავდე და მის კარგ მომავალზე და განვითარებაზე ვფიქრობდე. ამერიკაში წამოსვლის შემდეგ მუზეუმში ხელფასი გამიუქმდა, ანუ 290 ლარი აღარ ამიღია მას შემდეგ და აღარ მოიტყუოთ, რომ ამ დაწესებულებას ტვირთად ვეკიდე.
არ ვიცი, რატომ არის ასეთი დაუჯერებელი, რომ მიყვარს ხელოვნების მუზეუმი და დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ კვლავ ქვის ფონდში დაბრუნებას ვგეგმავდი. მაგრამ რადგან თქვენთვის ჩვენი სფერო უცხოა, აგიხსნით, რომ მუზეუმის თანამშრომლების უმრავლესობა შეყვარებულია თავის საქმეზე და ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობს. მათ შორის არიან ჩემი ოჯახის წევრები. 
ისე, რა სასაცილოა, თეა წულუკიანი რომ იულონ გაგოშიძეს საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრებაა საბჭოეთს ებრძვის. და რა სამწუხაროა, რომ დღესაც ამის გაკეთება უწევს.
კი ახსენეთ, რომ პაპაჩემი დიდი მეცნიერია, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებრივი აზრია და იქიდან იცით. ასე იცით მამაჩემზეც. ისინი ნამდვილად საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები არიან და ქართულ სამეცნიერო წრეში საუკეთესოთა შორის მოიაზრებიან. ძალიან ეცადეთ, რომ შეცდომა გეპოვნათ, მაგრამ ამაოდ და ამიტომ ერთი საბჭოთა კავშირთან, მეორე კი გელათის პრობლემასთან დააკავშირეთ (როგორც ჩანს, ჯერ არ გაგიგიათ ხელოვნების ისტორიკოსის მოვალეობა ძეგლის რესტავრაციაში რომ კვლევით და სარეკომენდაციო მითითებებით ამოიწურება და გელათის პრობლემის ხელოვნებათმცოდნეზე გადაბრალება აბსურდულია). ხელოვნების ისტორიკოსებზე უკეთ ვინ შეიძლება იცოდეს, როგორ მუშაობდა და მუშაობს პროპაგანდა. ისე, ჩემი ოჯახის თითოეულ წევრზე ინფორმაციის შეგროვების ნაცვლად კულტურის მინისტრს რაც ევალება ის რომ გეკეთებინათ, კარგი იქნებოდა. 
ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. თუმცა, რადგან კულტურაში და ხელოვნებაში ვერ ერკვევით, გირჩევთ წიგნების კითხვით, კონკრეტულად კი დიმიტრი თუმანიშვილის „XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“ (2020) და ეკა კიკნაძის „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრებით“ (2019) დაიწყოთ. 
ამით განათლებას მიიღებთ და იქნებ თქვენი თავიც ამოიცნოთ და დაფიქრდეთ, როგორ დაამახსოვრდებით ისტორიას.
მე ვამაყობ, რომ ვარ გაგოშიძე და ვარ გიორგის შვილი და იულონის შვილიშვილი. როგორ ფიქრობთ, თქვენი შთამომავლებიც ჩემნაირად იამაყებენ თქვენით?
ცნობისათვის, კულტურის მინისტრმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, ჩვენს სისტემაში მუშაობდა ბატონი იულონის შვილისშვილი, სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და მას შტატს უნახავდნენ, ხელოვნების მუზეუმში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved