• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მოხდა, რომ 2016 წელს სწორად დათვალა ფორმულამ და ახლა შეცდომით? – „ისფედის“ გამგეობის წევრის კომენტარი

ალია ავტორი - ალია
16:08 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენა, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს, – ამის შესახებ „ისფედის“ გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ დღევანდელ პრესკონფერენცია განაცხადა.

„ეს არ არის ქართული ნოუჰაო, ეს არის აპრობირებული მეთოდოლოგია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება და მუდმივად ხდება ამ მეთოდოლოგიის განახლება. კითხვა დაისვა ასეთი, საქართველოში ბათილ ბიულეტენებს ძალიან დიდი ხანია, არ ვითვლით და თუ „ისფედს“ ჰქონდა 2016 წელს განხორციელებული პარალალური დათვლა, როგორ მოხდა, რომ 2016 წელს სწორად დათვალა ფორმულამ და ახლა რატომ იყო შეცდომა ფორმულაში.

საქმე იმაშია, რომ 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ემთხვევა 2016 წლის „სოფტს“, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებში, იხვეწება, ემატება ფუნქციები, ანუ ყოველი შემდგომი PVT ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ PVT-ს, არამედ ყველაზე ბოლოს, სადაც იყო ეს PVT გამოყენებული. კომისიის მოკვლევით, სწორედ ამის გამო მოხდა „სოფტის“ დაფუძნება ისეთი ქვეყნის PVT-ის „სოფტზე“, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლებოდა საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშებით. ასეთი არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში.

როგორ ხდება PVT-ის მეთოდოლოგიის პროცესი, ვინ არის ორგანიზაციაში პასუხისმგებელი? კომისიამ მოიკვლია, რომ „ისფედი“ PVT-ის არ აკეთებს დამოუკიდებლად, ეს არის „ისფედის“ პასუხისმგებლობით, თუმცა ამისთვის ქირაობს NDI-ის ექსპერტებს და მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე უბნების შერჩევას. NDI გარკვეულწილად ეხმარება, მხარს უჭერს „ისფედს“ მონაცემების ანალიზში, თუმცა საბოლოო პროდუქტზე პასუხისმგებელია „ისფედი“, რადგან ის არის დამკვეთი ამ პროცესის. ამ პროცესის დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამიტომ ვინც არ უნდა წერდეს პროგრამულ „სოფტს“, თუ სწორი დავალება არ მიაწოდე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, პროგრამულ „სოფტს“ ვერ დაწერენ. პროგრამამ აღმოაჩინა, რომ იყო შემდეგი ხარვეზი – ლოგიკური ამოცანების ნუსხა „ისფედმა“ მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა წერილობით არ იყო ინფორმაცია მიწოდებული იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა“, – განაცხადა სართანიამ, რომელმაც ამ ფაქტს ადამიანური შეცდომა უწოდა.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

თეგები: 2020 არჩევნებისამართლიანი არჩევნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved