• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ მოიპარა გამომცემლობამ წიგნი” – ნუციკო დეკანოზიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:13 02-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
383

პოეტი, თელავის იაკოგ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნუციკო დეკანოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

როგორ მოიპარა გამომცემლობამ წიგნი
(ვერ მოვნიშნე ვერც “ინტელექტი” და ვერც ზვიად კვარაცხელია)
აბსოლუტურად გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც გამომცემლობა “ინტელექტში” ჩემი წიგნის ბეჭდვა-გაქრობას შეეხება, მაიძულებს, ეს ტექსტი დავწერო და, სათაურიც ასეთი ტრივიალური შევურჩიო.
საქმე იმაშია, რომ ჩემი ლექსების მესამე კრებული გამომცემლობა “ინტელექტში” დავბეჭდე, შემდეგი შეთანხმებით: 100 ეგზემპლარში გადამეხადა
გარკვეული თანხა, გამომცემლობის მიერ ორგანიზებული პრეზენტაციის შემდეგ; ასევე, გამომცემლობას უნდა ეზრუნა წიგნის პიარზე – წარედგინა წიგნების ბაზრობაზე, განეთავსებინა მაღაზიათა ქსელში და ა.შ. მე შევთავაზე ზვიად კვარაცხელიას, რომ დაბეჭდვისთანავე გადავიხდიდი მის მიერ დადგენილ თანხას და წავიღებდი ჩემს წიგნებს, თუმცა, მან მხოლოდ 10 ეგზემპლარი გამომატანა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ თანხას პრეზენტაციის შემდეგ გადავიხდიდი. ამიხსნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, თვითონ შემეხმიანებოდა. დავეთანხმე.
გავიდა დრო, არავინ შემხმიანებია. ამას მოჰყვა საყოველთაო პანდემია და, ჩვენი ხელმეორე შეთანხმება, რომ ჟამიანობის დასრულებისას შედგებოდა პრეზენტაცია. გავიარეთ ეს ჟამიც და, ზვიადს ისევ შევეხმიანე. მან მითხრა, რომ ბევრი პრეზენტაცია იყო გასაკეთებელი და რიგში უნდა ჩავმდგარიყავი. დავეთანხმე ისევ. თუმცა, ჩემი რიგი არ დადგა.
პერიოდულად, წიგნების მაღაზია “შაქრო ბაბუადან” მირეკავდნენ, რომ ჩემი წიგნები წამეღო. ერთხელ ავუხსენი საკონტაქტო პირს, რომ მე სხვანაირი შეთანხმება მქონდა გამომცემლობასთან, მაგრამ მათ რამდენჯერმე დამირეკეს და დაჟინებით მომთხოვეს წიგნების წაღება – ადგილი არ არისო.
მოგეხსენებათ, ხანდახან რთული პერიოდები გვიდგება ადამიანებს, სამწუხაროდ. ეს ზუსტად ის წლები იყო, როდესაც მე სულ სხვა საქმეებით ვიყავი მოცული… ასე გავიდა 5 წელი.
2023 წლის ბოლოს კიდევ მივწერე ზვიად კვარაცხელიას, რომ აღარ მინდოდა მათთან თანამშრომლობა და შევისყიდიდი ჩემს წიგნებს. პასუხი ასეთი იყო, რომ წუხდა მომხდარის გამო და ინფორმაციას მოიძიებდა. მას შემდეგ კიდევ 2 თვე გავიდა და ისევ მივწერე, რომ, იქნებ, პასუხი დაებრუნებინა. ამჯერად საერთოდ არ ჰქონია რეაქცია – თითქმის ერთი თვე გავიდა.
ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა “ინტელექტმა” ჩემი წიგნის “ყველაფერზე და დანარჩენზე” გაქრობა, თუ დამალვა, თუ – არ ვიცი, რა დავარქვა.
ხან გრინჩი გამახსენდა, ხან – ნესტან-დარეჯანი… იმდენად დამაინტრიგებელი და იდუმალებით მოცული ისტორიაა, მაგიური რეალიზმის ჟანრშიც დაიწერებოდა შესანიშნავი ტექსტი, ლექსზეც კი ვიფიქრე ამ ბოლო დროს.
არის ეს ჩემი წიგნი “არსად” – არც ავტორთან, არც მაღაზიებში, არც “შაქრო ბაბუაში” და არც “შაქრო პაპაში” და, დავეძებ ასე, სულიკოსავით, არც პასუხს მცემს არავინ – მხოლოდ “ჩაიშრიალა მგოსანმა” და, რა გავაკეთო, ადამიანებო, იქნებ, მირჩიოთ?
პ.ს. როდესაც წიგნი გამომცემლობაში მივიტანე, ზვიად კვარაცხელიამ მითხრა, რომ წინასიტყვაობა უნდა დამეწერა. დავწერე, გავუგზავნე, თუმცა, დაბეჭდვისას, დაავიწყდათ.
ეს იყო ამბავი “ყველაფერზე”, “დანარჩენზე” იხილეთ გაურკვეველ დროში.
კომენტარებში, ნუციკო წერს:
ვერც სხვაგან გამოვცემ, რადგან “ინტელექტშია” დაბეჭდილი. ფაქტობრივად, დაიკარგა წიგნი. ჩემი სიმშვიდე მე თვითონ მაოცებს 
იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობა გაავრცელებს კომენტარს, მასალა განახლდება,

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved