• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იყენებს პუტინი ენერგო კომპანიებს კრემლის ინტერესებისთვის

ალია ავტორი - ალია
12:57 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

პუტინის რეჟიმი რუსეთის წარმატებით მართვას ვერ ახერხებს, თუმცა ყველა სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის ოსტატია. კრემლი საქართველოს და უკარინის ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, სამხედრო აგრესიითაც არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი, საინფორმაციო ომსაც დაუღალავად აწარმოებს და ენერგეტიკის სფეროსაც გავლენის გასავრცელებლად იყენებს.

„როსატომი“ რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოში ატომური ენერგიის წარმოებაში მეოთხე ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით „როსატომი“ ბირთვული ენერგეტიკის განვითარებით არის დაკავებული, თუმცა ხშირად ის პუტინის დავალებებს ასრულებს და სხვადასხვა ქვეყნებში მას თავის ინტერესების გატარებაში ეხმარება.

„როსატომი“ ოფიციალური მოსკოვისგან მიღებული ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს. მის სახელს სხვა ბირთვული სახელმწიფოების სადგურების სისტემაში ვირუსის შეყვანაც კი უკავშირდება. პუტინი სპეცსამსახურებს „როსატომის“ მსგავსი კორპორაციების სრულ მხარდაჭერას ავალებს. სანაცვლოდ, კორპორაციები უცხო ქვეყნებში მოქალაქეების გადმობირებაზე მუშაობენ. „როსატომის“ მიერ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოპერირება პირდაპირი საფრთხეა. ბიზნესის კეთების ფასი ხშირად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის რუსული სპეცსამსახურების ხელში მოხვედრაა. „როსატომის“ წარმომადგენლები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრისთანავე ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას იწყებენ.

„როსატომი“ კრემლის მიერ ენერგოკომპანიის პოლიტიკური და თანაც მავნე მიზნებისთვის გამოყენების კლასიკური მაგალითია. ოფიციალური მოსკოვის ხელში ნებისმიერი ინსტრუმენტი საშიშია, რადგან თავად პუტინის რეჟიმი კაცობრიობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. „როსატომის“ ოპერაციები ცხადყოფს, რომ პუტინი მსოფლიოში მიღებულ თამაშის წესებს თავად არ ცნობს. არადა, ყოველთვის დასავლეთისკენ იშვერს თითს. დღევანდელ რუსეთში მთელი ძალაუფლება სრულად ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. პუტინი აკონტროლებს საჯარო უწყებებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. რუსულ კომპანიებთან თუ კორპორაციებთან თანამშრომლობა კი, სულ უფრო საშიში ხდება. არავინ იცის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვების შემდეგ რას მოიპარავენ, ვის გადაიბირებენ და რა საფრთხეს შეუქმნიან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს. „როსატომი“, რუსული ატომური ენერგიის გიგანტი, სინამდვილეში სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს და პუტინის ხელში მოხვედრილი საშიში იარაღია.

მარიამ ნაკაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved