ქობულეთელი ზურა ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“კოლხური ოქროს საყურე.
ქობულეთი.
იგი სერნობის დროს ვიპოვნე ერთ ადგილას. მზეზე მიწიდან ამოშვერილი ნაწილი ელვარებდა და იმით. გაოცდებით და რვა თვის შემდეგ ისევ იმ ადგილას მოვხვდი და ამისი მეორე ცალი ვიპოვე.
არქეოლოგებმა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით დაათარიღეს.
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადავეცი. სამწუხაროა, რომ გამოფენაში არ დევს. ძალიან დიდია და ეფექტური. საოცარად დახვეწილი ნახელავია.
სანამ მუზეუმს გადავცემდი, სახლში ეს ფოტო გადავუღე.”
კომენტარები