• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გავარჩიოთ კოვიდი პანიკური შეტევისგან – ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ალია ავტორი - ალია
12:37 11-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

პანიკური შეტევები ხშირია ახალგაზრდა ქალებში, ეს ნაკლებად გხვდება ბავშვებსა და მოხუცებში. პანიკური შეტევა არის ძალიან ინტენსიური შემოტევა შიშისგან, პაციენტს აქვს შიშის საოცარი განცდა, – ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„პანიკის დროს პაციენტს აქვს გულისცემის გახშირების უჩვეულო შეგრძნება. ჩვენ გულისცემას არ უნდა ვგრძნობდეთ, ეს პაციენტები კი ამ დროს გულისცემას გრძნობენ. მეორე ნიშანი არის ოფლიანობა, მესამე – კანკალი, მეოთხე – ქოშინი. ამ პაციენტებში ერთ-ერთი დომინანტი ნიშანია ქოშინი. ამათთან აღმოჩნდება, რომ ქოშინის განცდა აქვთ და არა ქოშინი, მაგრამ ამ დროს პაციენტს სჯერა რომ აქვს ქოშინი. პანიკური შეტევის დროს ქოშინი გრძელდება 5-დან 30 წუთამდე, კოვიდის დროს კი ეს გრძელდება მთელი დღე და მასთან ერთად მას ცხელებაც აქვს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

მისი თქმით, პანიკური შეტევა შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმა.

„ბევრი პაციენტი თვითნებურად იღებს დექსამეტაზონს, რომელიც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი კარგი წამალია მძიმე ფორმების დროს. თუ მას პაციენტი მიიღებს მსუბუქი ფორმების დროს, ამ დროს შეიძლება ამ მედიკამენტმა გამოიწვიოს პანიკური შეტევები, პაციენტს რეალურად ჰქონდეს მსუბუქი ფორმის კოვიდი და გაუჩნდეს ილუზია, რომ მდგომარეობა მძიმეა. ასევე მეორე მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი. მაგალითად, როდესაც ხედავს, რომ ყველას კოვიდი სჭირს, შეიძლება იფიქროს, რომ მასაც კოვიდი აქვს.

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც პანიკური შეტევა აქვს, ეს მალე გაივლის. ამ დროს ერთი ზარი საკმარისია ექიმისა, პაციენტმა რომ გაიგონოს ექიმის ხმა, ის მაშინვე დამშვიდდება. თუ პაციენტი ექიმს ვერ დაუკავშირდა, რა შეიძლება გავაკეთოთ? მაშინ ცდომილების ტონუსი უნდა გავზარდოთ. პაციენტმა უნდა ჩაისუნთქოს რაც შეიძლება ღრმად 5 წამის განმავლობაში, მერე 2 წამს აჩერებს სუნთქვას და 5 წამის განმავლობაში ისევ ამოისუნთქავს. ეს არის ეფექტური გზა პანიკასთან ბრძოლისა. ასევე, ცივი წყლის სახეზე შესხმა. თუ ესენი არ გაამართლებს, გამოდის, რომ პაციენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და შეიძლება დაგვჭირდეს მედიკამენტების გამოყენება. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ პანიკური შეტევა მთავრდება არაფრით“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved