• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გაწმინდა “ოცნების” მხარდამჭერებისგან წულუკიანმა სამინისტრო? – “ალიას” ექსკლუზივი

ალია ავტორი - ალია
15:21 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
517

2019 წლის 15 იანვარს პენიტენციარულ სამსახურში ე.წ. “რეორგანიზაცია”  დაიწყო და 22 თებერვალს 190 ადამიანის გათავისუფლებით დასრულდა, თუმცა პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. ამის შესახებ „ალია“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა:

თეა წულუკიანმა რეორგანიზაციის  ბრძანება გასცა. ყველა იმ  თანამშრომელს,  რომელიც გააათავისუფლეს, წერილობით შეატყობინეს, ახალი წლის დღეებში ასეთი სულ 190 წერილი დაიწერა.

„არ გვჭირდებოდა ამდენი თანამშრომელი“ – განაცხადეს წულუკიანის უწყებაში.

„ალიას“ წყაროს ინფორმაციით, კი, სამსახურიდან გათავისუფლებული  ის 190 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ.

«გათავისუფლებული თანამშრომლების 99 პროცენტი «ოცნების» მხარდამჭერია.არც დაუმალავთ, ღიად გვეუბნებოდნენ.  გასაუბრება ჩატარდა და პირველი კითხვა იყო: ვინ მოგიყვანა, ვის დროს ხარ  მოსული? სიამაყით პასუხობდნენ 2012 წელს მერე დასაქმებულები, რომ «ქართული ოცნების» მხარდამჭერები არიან და ეს გამოდგა საბედისწერო  შეცდომა  ზუსტად.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ თანამშრომელმა წარმატებით გაიარა სამ ეტაპად ჩატარებული ტესტირება, მაინც ისინი გაათავისუფლეს და დატოვეს  ქარდავას,  ჭაკუას, კალმახელიძის მოყვანილი კადრები.

სამსახურიდან გაუშვეს გოგო, რომელსაც მცირეწლოვანი, ავადმყოფი შვილი ჰყავს. მიუხედავად არა ერთი თხოვნისა, არ შეიბრალეს.  ამ გოგონას ერთადერთი დანაშაულიც ისაა, რომ «ქართული ოცნების»  მხარდამჭერია, თუ იყო, აღარ ვიცი უკვე.

გაათავისუფლეს სიმსივნით დაავადებული ადამიანი, რომელიც მიუხედავად  ავადმყოფობისა, ძალიან პროდუქტიული თანამშრომელია.

გასაუბრება ტარდებოდა მინისტრ წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით.  ძალიან ჰგავდა დაკითხვას. ამ ე.წ. დაკითხვას უშუალოდ აწარმოებდა ნიკოლოზ  აზნაურაშვილი არაადეკვატური მანერებით, შეუფერებელი ლექსიკით, თავი  კრიმინალები გვეგონა.

ყველამ ვიცით, რომ ნიკოლოზ აზნაურაშვილი ადეიშვილის გენინსპექციის უფროსის მოადგილე იყო და მისგან გასაკვირი სულაც არ არის, რომ  «ოცნების»  მომხრეებს ვერ იტანდეს, მაგრამ წულუკიანი ხომ ყოველ განცხადებაში  ნაცების  ლანძღვებით გადის ფონს, ყოველ კითხვას ნაცების ლანძღვით არიდებს თავს  და «ოცნების» მომხრეები ასე უსამართლოდ როგორ და რატომ გაათავისუფლა  სამსახურიდან? ასე ღიად, ასე დამამცირებლად დაითხოვეს «ოცნების»  მომხრეები და დაიტოვეს ნაცები, რომლებიც ისედაც უმრავლესობაში იყვნენ», – ყვება „ალიას“ რესპონდენტი.

დღეს წულუკიანმა განაცხადა, რომ ვანო ბურდული, რომელმაც ცესკო დემონტრაციულად დატოვა ჩანერგილია და “შაშკინს უბრუნდება” – “ალიას” არაფერი დავიწყნია, მათ შორის, არც ის, რომ წულუკიანმა თავად გაყარა სამსახურიდან “ოცნების” მომხრეები, შესაბამისად, ახლა ჩანერგილებზე საუბარი, მინიმუმ სასაცილოა, იქნებ, უწყება დაგვისახელოს, სადაც “ოცნების” მომხრეები მუშაობენ?

ეს არ იყო ერთადერთი წერილი, უამრავი წერილი დაიბეჭდა “ალიაში” წულუკიანის ყოფილი თანამშრომლების, ისინი აცხადებდნენ, რომ “ქართული ოცნების” მომხრეები იყვნენ 2012 წელს, არც ერთ წერილზე წულუკიანის უწყებას არ უპასუხნია, მეტიც, მისი პიარსამსახურის თანამშრომელი გაგვებუტა და მას შემდეგ “გვემდურის”.

არც ის დაგვვიწყებია, წულუკიანის ფავორიტი ვანო რომ გახლდათ ზარდიაშვილი, ის ვანო ზარდიაშვილი, რომელიც გირგვლიანის საქმის გამოძიების დროს მთავარი პროკურორის მრჩეველი იყო.

ასე რომ ქალბატონო თეა, ახლა კი არ მიდიხართ შაშკინთან, დიდი ხანია შაშკინთან ბრძანდებით, მოჩვენებითი ბრაზი არ გიხდებათ.

თეგები: 2020 არჩევნებითეა წულუკიანიიუსტიციის სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved