• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ განმარტავს ცესკო შემაჯამებელ ოქმებში უზუსტობებს

ალია ავტორი - ალია
13:07 11-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ უზუსტობებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) აცხადებენ, რომ ამაში კომიკურია არაფერია და არსებულ შეცდომებს შემდეგნაირად ხსნიან. უწყების პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო ოლქი #3, (საარჩევნო უბნის ნომერი: 03.03.75.) შემაჯამებელ ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი და რომ ამ შესწორების ოქმში დაკორექტირებულია ციფრი.

“ორივე კანდიდატს აქვს 266 ხმა, მათ შორის ბათილი ბიულეტინები 11-ია და ამათი ჯამი, ბუნებრივია, ვერ იქნება 75 ვერანაირად. თუმცა, თუ გადავხედავთ შესწორების ოქმს, ერთ-ერთ კანდიდატს ნაცვლად 266 ხმისა, უნდა ჰქონდეს 38 ხმა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ადგენენ შესწორების ოქმს”, — აცხადებს იოსელიანი.

რაც შეეხება #21 საარჩევნო უბნის 21.51.53 მეორე შემაჯამებელ ოქმს, ცესკოს პრესსპიკერის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც ამ შემაჯამებელ ოქმს ახლავს შესწორების ოქმი და ამ შესწორების ოქმში 2 მონაცემია დაზუსტებული. მისივე თქმით, პირველი, ეს გახლავთ ბათილი ბიულეტინების რაოდენობა, რომელიც შემაჯამებელ ოქმში გამორჩენილია და ეს რაოდენობა გახლავთ 12. იოსელიანი ამბობს, რომ ეს ცვლილება შესწორების ოქმში შესულია.

“კიდევ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს 262 ხმა, თუმცა შემაჯამებელ ოქმში არის დაკორექტირებული ციფრი, ორიანია გადაკეთებული. ამ შემთხვევაში, კანონის მოთხოვნის დაცვით, შედგენილია შესწორების ოქმი და ორივე მონაცემი, როგორც გამორჩენილი ბათილი ბიულეტინების რაოდენობა 12, ისე ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების ჯამი 262, რომელიც გადაკეთებულია შემაჯამებელ ოქმში არის დაკორექტირებული. შესწორების ოქმში წერია, რომ ნაცვლად 262-სა, სადაც რიცხვი 2 არის გადაკეთებული, უნდა ეწეროს 262. ამიტომ ამაში კომიკური არაფერი არის. ეს არის კანონის მოთხოვნა, შესაბამისად, ორივე მაჟორიტარული ოლქის შემაჯამებელი ოლქის შემთხვევაში აბსოლუტურად სწორად არის შედგენილი.

ცესკოში, ასევე, განმარტავენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 15 საჩივარია შესული.

გუშინ, 21 ნოემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, კანონის თანახმად, ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში მაინც იყო. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.

როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

მეორე ტური მიმდინარეობს იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved