ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობა ქვეყანაში ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ჯანმო-ს ცნობით, სიცხისაგან თავის დასაცავად საჭიროა: გამოიყენოთ მსუბუქი და თავისუფალი ტანისამოსი, მიიღოთ გრილი შხაპი ან აბაზანები, ხშირად დალიოთ წყალი, თავი აარიდოთ შაქრის, ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველ სასმელებს.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 ივლისს საშუალო ტემპერატურა 38-41 გრადუსი დაფიქსირდება. 22 ივლისს კი ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 35 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის მსგავსად ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 20-21 ივლისს. საშუალო ტემპერატურა 38-40 გრადუსია მოსალოდნელი. 22 ივლისს კი დასავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 32-35 გრადუსამდე დაიკლებს.
დედაქალაქ თბილისში 20 ივნისს 40 გრადუსია ნავარაუდევი, 21 ივნისს კი 39 გრადუსი. 22 ივლისს იწვიმებს, ტემპერატურა კი 35 გრადუსამდე დაიკლებს.
კომენტარები