ტვ იმედი ავრცელებს სქრინს და ამტკიცებს, რომ ეს არის ჩანაწერი Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც, მათივე თქმით, „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს, სადაც მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.
ტვ იმედი ამტკიცებს, რომ გავრცელებულ ე.წ. სქრინის მიხედვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე შეტევა დაიგეგმა და რომ დაგეგმეს „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორმა არასამთავრობოებმა.
რეალურად კი, სქრინს, რომლის ავთენტურობაც უცნობია, ისევე, როგორც არსებული ვარიანტითაც კი, არ ჩანს მასზე თარიღი – სათაური აქვს ასეთი – “მოდი, დავიწყოთ სასიამოვნო მსუბუქი იუმორით”.
გამომდინარე იქედან, რომ გუშინდელ კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელი იყო მამუკა მდინარაძე და ერთ–ერთი მთავარი ლობისტიც რუსული კანონის, მთავარი ადრესატი კითხვების, ისედაც ის გახლდათ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სქრინის, რომელსაც ტვ იმედი აქვეყნებს, ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
კომენტარები