• რეკლამა
  • კონტაქტი
04:30, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ და როდიდან აღუდგება გაზმომარაგება ვაკე-საბურთალოს 150 000-მდე აბონენტს? – „თბილისი ენერჯის“ განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:26 02-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,651

“ქსელში გაზის გაშვება, საპროგნოზოდ, დღის 2 საათიდან დაიწყება”, – ამის შესახებ BM.GE-სთან სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა დღეს დაიწყება და 11 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება. თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. რისთვისაც “თბილისი ენერჯის” შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან. BM.GE დაინტერესდა – რას მოიცავს გაზმომარაგების აღდგენის მეორე – ყველაზე რთული ეტაპი.

როგორც თბილისი ენერჯის სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი განმარტავს, უსაფრთხოების სრული დაცვისთვის, ცალკეულ სახლებში მისვლა და გაზის ჩართვა იგეგმება. ის დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს გაზის ონკანი გახსნილი ექნება, იმ საცხოვრებელ კორპუსში გაზმომარაგება არ ჩაირთვება, რათა მოსახლეობა უბედური შემთხვევისგან დაცული იყოს.

„უსაფრთხოების სრული დაცვით უნდა მოხდეს ქსელში გაზის გაშვება, რომ ჩართვის დროს მოსახლეობა უბედური შემთხვევისგან დაცული იყოს. სახლში ადამიანის ყოფნას ან არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ ჩვენ ქსელს წნევის ქვეშ ვამოწმებთ, რაც გამორიცხავს იმას, რომ თუ ვინმეს [გაზის ონკანი] ღია აქვს დატოვებული, ეს შემთხვევა გამოირიცხოს. თუ ღიად არის ონკანი დარჩენილი, ამ შემთხვევაში ჰერმეტულობა არ იქნება დაცული და ჩვენთვის ნიშანი იქნება, რომ სადღაც გადენის წყარო არსებობს. შესაბამისად, იმ კორპუსში გაზმომარაგება არ აღდგება, მანამ სანამ უსაფრთხოების ზომების არ იქნება სრულად მიღწეული. ცალკეულად ადგილზე მისვლის პრეცედენტები სულ იყო, თუმცა ახლა დიდ მასშტაბზეა საუბარი რაც, ქსელში გაშვების სამუშაოებს აჭიანურებს.

ამ წუთს აბონენტებთან გაზმომარაგება არ აღდგენილა, თუმცა საავარიო მდგომარეობა სრულად აღმოფხვრილია. უკვე მიმდინარეობს ქსელის მომზადება, გაზის გასაშვებად. საპროგნოზოდ, დღის 2 საათიდან ქსელში დაიწყება გაზის გაშვება. ამ საპროგნოზო დროში ჩავეტევით“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved