• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აშანტაჟებდა თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს, როგორ და რატომ უღალატა ირაკლი ალასანიას და რატომ უნდა ახლა განათლების მინისტრობა?

ალია ავტორი - ალია
19:48 10-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30,105

დადუნა სიხარულიძე

„რკინის ლედობამდე“  ზუსტად იმდენი აკლია, რამდენიც, თაკო ჩარკვიანს იქამდე, რომ მისი „ღირსეული ოპონენტი“ გახდეს.

„იმ დღეს 60 წლის გახდა და დროზე გაგვეცალა დარბაზიდან, ალბათ, ეს იყო მიზეზი, თუმცა მას კიდევ 20-30 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს“, – ეს მისი სიტყვებია. მერე რა, რომ ოპონენტია – რა შუაშია ასაკი, ეგებ, მალავს ჩარკვიანი თავის წლოვანებას… და, თუნდაც არ მალავდეს, სად პოლიტიკა, სად სიცოცხლის ხანგრძლივობა?!

დიდი ამბავი, „სულ რაღაც“ 60 წელი, ქალური სოლიდარობა და ზოგადად, როცა „საქმე მოითხოვს“ 23 წლით უფროს ქალსაც შეიძლება აგრძნობინო თავი შეურაცხყოფილად – ამ სტატიის ავტორი ვირსალაძის კონცერტზე იმყოფებოდა და საკუთარი თვალით დაინახა, რაც აკადრა საქართველოს პრეზიდენტს მინისტრმა წულუკიანმა (ამაზე დეტალურად სხვა დროს). სალომე ზურაბიშვილის თანამდებობას თავი რომ დავანებოთ, ასაკით უფროს ქალს შეურაცხყოფას რომ მიაყენებ,  ესაა თურმე დიდი პოლიტიკოსობა. როგორც ჩანს, „ამით ერთობა პიკასო“.

მაგრამ, როგორც სჩანს ხიბლავს „სტატუსი“ – „რკინის ლედი“ და სხვაგვარად „არ ძალუძს“.

რთულია გზა და მძიმეა მონომახის ქუდი!

„ქართული ოცნების“ „რკინის ლედი“ პოლიტიკაში 2010 წელს მოვიდა, ხოლო სულ რაღაც 4 წლის შემდეგ, პირველი „გამოცდა“ ჩააბარა და „წარმატებითაც“.

აქამდე რაც იოცნება, ყველაფერი აუხდა. სხვათაშორის, პირველი პოლიტიკური მოღალატეა, 2012 წლის „ოცნების“ გარიჟრაჟიდან დღემდე, რომელსაც „ენაკვიმატობის“ გამო, უკვე 10 წელია, არავინ გაუხსენა, როგორ უღალატა ირაკლი ალასანიას და როგორ დაუშალა ფრაქციაც და პარტიაც თანამდებობის გულისთვის –  იმისათვის, რომ იუსტიციის მინისტრად დარჩენილიყო! და იმისთვის, რომ 2014 წელს შექმნილი კრიზისის ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობა და მხედრობა, თავზე არ დამხობოდა, იმისთვის, რომ ღარიბაშვილი გადაერჩინა.

დაუფასდა კიდეც! უცვლელი და შეუდარებელია. მალე მარადიულიც გახდება!

სასაცილოა, მაგრამ სხვის ღალატზე ადვილად საუბრობს, ოღონდ კარგად იყოს და ცოტა ხნის  წინ ღარიბაშვილის დანაშაული გახარიას „აჰკიდა“, ისე, თითქოს გახარიას თავისი „ცოდვები არ ჰყოფნის“.

და, როცა ალეკო ელისაშვილმა თეა წულუკიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჰკითხა: „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“. წულუკიანმა ასე უპასუხა: „არ ვიცი, ბატონო ალეკო, კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია, საინტერესო იყოს. ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია“.

სკამის გამო მშობლიური პარტიის გამყიდველმა წულუკიანმა, ალბათ, ისევ სკამის გამო,  ირაკლი ღარიბაშვილი ოსტატურად და როგორც იმერეთში იტყვიან, კოხტად, გაატანა წყალს. სამწუხაროა, რომ მინისტრმა, რომელსაც სპორტის საკითხებიც აბარია, არ იცის როდის აშენდა ახალი სპორტის სასახლე და ვინ გახსნა ზარ-ზეიმით.

ჩვენ შევახსენებთ:

ქალბატონო მინისტრო, ახალი სპორტის სასახლე ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ნარმანიამ გახსნეს, 2015 წელს. ღარიბაშვილმა სეფე-სიტყვაში ბრძანა: „მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, რომელიც პირველ სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, მივიღოთ და ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“. მინდა, მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მშენებელ კომპანიას, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რეკორდულ დროში მოასწრო და ააშენა ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური კომპლექსი და მინდა, ჩვენს მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს მივულოცო დღევანდელი დღე“.

თბილისის მერიამ კი გვაუწყა: „დავით ნარმანიას თქმით,  ობიექტი მრავალფუნქციურია და ამ სივრცეში, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები გაიმართება. ახალ სპორტის სასახლეში სპორტსმენებს ვარჯიშის შესაძლებლობაც ექნებათ. თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებულ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყო,  სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ტურნირების ჩატარება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში – ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და ა. შ. დიდი დარბაზი 3600 გულშემატკივარს,  მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს.  ახალი სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ობიექტი შ.პ.ს. „სპორტმშენსერვისის“ დაკვეთით კომპანია „ლაინკუბმა“ დააპროექტა, სამუშაოები კი კომპანია „ელექტრომონტაჟსერვისმა“ შეასრულა“.

„მამა და მარჩენალი“ გახარიაზე ბრაზობს, ამიტომ მას ვინც აძაგებს, უხვად აჯილდოვებს, თურმე. თეა წულუკიანს კი სპორტი და კულტურა მობეზრდა და „ალიას“ ინფორმაციით, ახლა განათლების სისტემაში  უნდა გადაბარგება. ამიტომ ყველა ღონეს ხმარობს „იქ მოხვდეს“ და თან მისთვის აპრობირებული მეთოდით. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილი ვერ ელევა ჩხენკელს, წულუკიანს კი ძალიან უნდაო და დიდი ამბავი, თუ ოსტატურად„შეუყვანა“. რა ქნას ღარიბაშვილმა, აქეთ წულუკიანის „მადლს“ ვერ ივიწყებს, იქით ჩხენკელი არ ემეტება და არის „გაწამაწიაში“. ახლა ჯერი „იმაზეა“ – ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს!

იუსტიციის მინისტრობა მრავალი წელი ივანიშვილის შანტაჟით რომ შეინარჩუნა, ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ. ისიც იციან საქმეში ჩახედულებმა, ბატონ ბიძინას კვირაში სამჯერ რომ შეახსენებდა, ხოლმე: მე რომ არ ვიყო, საქართველო სტრასბურგში ყველა საქმეს წააგებდა!

ახლა კარგ „პალასაზე“ დგას წულუკიანი. უამრავი დაკარგული საგანძურის (ნახატები) შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და საზოგადოებს, რომელსაც სანახაობა ხიბლავს, აღფრთოვანებულია, ისე, რომ არავინ იკითხა – რას აკეთებდნენ წულუკიანის წინამორბედები, შემთხვევით დანაშაულს ხომ არ ფარავდნენ? არც წულუკიანს ჰკითხა ეს არავინ. არც ისაა გარკვეული, პროკურატურამ გამოიძიება თუ დაიწყო.

ასეა თუ ისე, წულუკიანი ჯერჯერობით „ცვეტშია“ და ვიდრე მისი „ყვავილი არ დამჭკნარა“ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ადგილი.

ხალხმა ბევრი რამ დაუვიწყა წულუკიანს, ძალიან ბევრი. მეტიც, სამწუხაროა, მაგრამ წულუკიანის უზრდელური გამოხდომები „ქოცების მრევლს“ იმდენად მოსწონს, მალე, ალბათ „წუკის“ პორტრეტს დაკიდებენ საძინებელ ოთახში.

ხალხს სანახაობა მოსწონს და კმაყოფილია, დაფინანსებული ქოცექსპერტების „ტვინის ნაჟურით“. “ცუკერას“ გაახარებს ღმერთი, ეგ რომ არა, სად „დაანთხევდნენ შხამს“? სანახაობა კი იმდენად მომხიბვლელია, როცა წულუკიანზე საუბრობენ არავის ახსოვს მამამისმა, ავთანდილ წულუკიანმა როგორ მიუსაჯა 20-ზე მეტ ადამიანს დახვრეტა. ახლა ისე ბნელა, იტყვიან – დასახვრეტები იყვნენ და ამიტომ დახვრიტესო. ჩვენ კი ავთანდილ წულუკიანის „შემოქმედებიდან“ ერთ მაგალითს გავიხსენებთ „დასახვრეტი უნდა დაიხვრიტოს“ ამის დასტურად.

ეს ამბავი იმერეთში მოხდა. გასული საუკუნის 80 თუ 90-იან წლებში სიმამრსა და სიძეს შორის ჩხუბს გასროლა მოჰყვა და არა ერთი. ჩხუბისას დაიჭრა სიძე, სიმამრი და კიდევ სამი მილიციელი. ავთანდილ წულუკიანმა, ბრალდებულ სიძეს, გვარად გორგოძეს, რომლის სიმამრიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ (თუ სწორად მახსოვს, პერიტონიტით) გარდაიცვალა და ორი მილიციელის მკვლელობისთვის დახვრეტა მიუსაჯა. გორგოძე არ დაუხვრეტავთ, მოუსწრო სიკვდილით დასჯის გაუქმებამ და სამუდამო პატიმრობა „მიარჭვეს“. მრავალი წელი წერდა გორგოძე განცხადებებს და წერდა იმას რაც ყველამ იცოდა. საქმე ისაა, რომ „მოკლული“ მილიციელები სასამართლოში მოწმედ გამოცხადდნენ, უმისამართო სროლისას მსუბუქად დავიჭერითო. არ დაუჯერა ავთანდილ წულუკიანმა მილიციელებს ცოცხლები რომ იყვნენ. ვარდების რევოლუციამდე ერთი წლით ადრე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ განიხილა თავიდან გორგოძის საქმე და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აი, ეს ცოდვა, მაგალითად, თაკო ჩარკვიანის მამის კისერზე ყოფილიყო, წულუკიანი ასაკის „პარალელურად“ ჩარკვიანს ამასაც შეახსენებდა, მაგრამ იმ ტოტს ხომ არ მოჭრის, სამართლიანობით სახელგანთქმული მინისტრი, რომელისგანაც აღმოცენდა?! – ასე ჭრის და კერავს ქოცური „სამართალი“  – ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არაო.

სალომე ზურაბიშვილის ვირსალაძის კონცერტიდან გაძევებამდე, წულუკიანმა ახალი სამიზნე გამოძებნა – კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი.

„ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი”. და ეს თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, იურისტმა, რომლის ბადალი ივანიშვილმა ვერ იპოვა. წულუკიანს, როგორც სჩანს, საზოგადოება ბრბო ჰგონია, ან ზუსტად იცის, რომ არავინ კითხავს – კი, მაგრამ, აქამდე რატომ არ თქვით, დანაშაული დაფარეთ? ან – აიღეთ ექსპერტის ცნობა? ან დაზიანებები აღგენიშნებათ?…

დიახ, მან იცის რომ არ ჰკითხავენ და არც ჰკითხა ჟურნალისტმა, ვისთანაც ეს გააჟღერა.

წავა განათლების სისტემაში, იქაც აღმოაჩენს უამრავ დარღვევას და დანაშაულსაც კი, გამოიტანს ნაწილს სამზეოზე, ნაწილს შეფუთავს და კიდევ ერთხელ მოიგებს ხალხის გულს.

ამასობაში არჩევნებიც მოგვადგება კარს და პარლამენტს შეაფარებს თავს…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

17:41 08-25-2025
პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
ახალი ამბები

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

15:36 08-25-2025
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved