• რეკლამა
  • კონტაქტი
14:11, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,როგორ არ გესმით და ვერ იგებთ, რომ დროებით ხართ მოსულები დედამიწაზე” – გია ჯაჯანიძე

ალია ავტორი - ალია
04:40 11-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ჰეი, თქვენ, ადამიანთა მოდგმავ, როგორ არ გესმით და ვერ იგებთ, რომ დროებით ხართ მოსულები დედამიწაზე.

ჰეი, თქვენ, მართლებო და მტყუანებო, მდიდრებო და ღარიბებო, ჭკვიანებო და სულელებო, ყველანი წახვალთ ამ ქვეყნიდან და ვერ წაიღებთ ვერც პირველობას და ვერც დიდებას, ვერც სიყვარულს და ვერც სიძულვილს.

მერე, მოვლენ ახალი ადამიანები და ისინიც იგივეს იზამენ, რა უღმერთობასაც თქვენ ჩადიხართ.

ადამიანებო, რატომ გეზიზღებათ ერთმანეთი, რატომ Ლანძღავთ ერთმანეთს, რატომ ხართ ასეთი დაუნდობელნი.

მე რასაც ახლა ვწერ, ჩემზე კარგად იცით თქვენ, რომ ცას ვერავინ გამოეკერებით, მაგრამ მაინც, მაინც ვერ ისვენეთ.

არაუშავს, ღმერთი მაღალია და მან იცის, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

მაინც რა ძალა აქვს ბოროტ მამონას ასეთი, რომ გონებას გირევს და გიბნელებს.

დამშვიდდი ადამიანო, გაითბე გული, გაეცი სიყვარული, ნუ დაეძებ სხვის ცხოვრებას, საკუთარს მიხედე და გაიგე, რაც მოგეცა, იმის ფასი.

ნუ იქნები ბედნიერი სხვის ჯინაზე, ნუ გახარებს სხვისი მარცხი.
სიხარული მხოლოდ კეთილ ადამიანებთან მიდის ბოლოს. – ბოლოს, სხვის ჯინაზე, არაფერი არ მთავრდება კარგად.

თუ ყველა სათითაოდ, თავის თავს ჩაუღრმავდება და მიხედავს, თუ ყველა გაიაზრებს დროებით ყოფნას ამ საწუთროში, მაშინ სათითაოდ კარგაᲓ იქნებით და მთლიანობაში ყველანი გავბედნიერდებით.

ქვიშა და მტვერი ვარ, არავის არაფერს არ ვასწავლი, ჩემთვის წავიღიღინე მხოლოდ.

არავის არ გეჯიბრებით, არავინ არ მძულხართ, არავის არ გმტრობთ, არავის არ გლანძღავთ, არავის ჯინაზე არ ვბედნიერდები.
პირიქით, ერთმანეთს რომ გარიყავთ და მარტო დარჩებით, ორივესთან მოვალ, გითანაგრძნობთ და ჩაგეხუტებით. გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც გიერგულებთ.

ბოდიში, მაპატიე, ჩემთვის წავიღიღინე, წამომივლის ხოლმე.

მე გამაღვიძეს.
გაიღვიძე შენც.

გიორგი ჯაჯანიძე.”

თეგები: გია ჯაჯანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved