ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
რ ო გ ო რ ა ქ ც ი ე ს ს პ ო რ ტ ი ხ ა ლ ხ ი ს გ ა მ ო შ ტ ე რ ე ბ ი ს დ ა . . . . . ე ბ ი ს უ მ თ ა ვ რ ე ს ი ა რ ა ღ ა დ
—დიქტატორმა ფრანკომ , რომელსაც კატალონიელები,ბასკები,გალისიელები,ანდალუსიელები ებრძოდნენ, ეომებოდნენ და ესპანეთის იმპერიისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ – მათი რეალური ბრძოლა მარტივი ხერხით გააჩერა . კატალონიელთა უკომპრომისო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გენერალმა ფრანკომ დაიყვანა ფეხბურთის მინდვრამდე, ბარსელონას მიერ რეალის კარში გატანილ გოლამდე . მთელი წელი კატალონია ელოდება ელ კლასიკოს და თუ საფეხბურთო მინდორზე ბარსელონელებმა დაამარცხეს კასტილიელები – ეს ყოფილა კატალონიელთა ეროვნული გამარჯვება და აქ ჩერდება კატალონიელთა ამბიცია დამოუკიდებლობაზ , აი თუ ვინმე ხმას ამოიღებს და პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს კატალონიის თავისუფლებაზე – კი ვიცით რა დღეს დამართებენ , რას უზამენ – სავსეა მადრიდის ციხე დამოუკიდებლობის მომხრე კატალონიელი პარლამენტარებით
ანალოგიურადაა შოტლანდიაში – სადაც შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სელტიკი – რეინჯერსის შერკინებამდე დაიყვანეს . პროტესტანტები და კათოლიკები , შოტლანდიელები და ბრიტანეთის იმპერიის მომხრეები საფეხბურთო მინდორზე შეაბრძოლეს ერთმანეთს. მთელი შოტლანდია ბედნიერი დადის თუ სელტიკმა მოიგო და ვიღას ახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა ? უილიამ ვოლოსის შთამომავალთა მიერ დაწყებული განმათავისუფლებელი ომი რეინჯერსის კარში გატანილ გოლში გაიცვალაარგენტინის ხუნტის ჯალათმა , მკვლელმა , სადისტმა , მანიაკმა და სამხედრო დიქტატორმა ხორხე რაფაელ ვიდალა რედონდომ , მხოლოდ იმის გამო შეინარჩუნა კიდევ 5 წელი ძალაუფლება , რომ 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატარა და ის არგენტინის ნაკრებმა მოიგო. ვიდალ- რედონდო 2010 წელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესხრუშოვის დროს საბჭოთა იმპერიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. სსრკ ჩემპიონატიც დაახლოებით ფრანკოს იდეის არსს წარმოადგენდა – თუ მოუგებდა თბილისის დინამო მოსკოვის სპარტაკს ან ცსკა-ს ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო , რადგან მხოლოდ ფეხბურთში იყო დატოვებული ეროვნული ბრძოლის შესაძლებლობა, რომელიც დინამოს სტადიონის მოედანზევე მთავრდებოდაასევეა სხვა იმპერიებში (მაგ.ბასკეთში ბილბაო -რეალი) , დიქტატორ პინოჩეტის დროს ჩილეს ნაკრები და ასე შემდეგ . სამწუხაროა რომ სპორტი და ფეხბურთი გაჭირვებული ხალხის და დაპყრობილი ერების დამონების მთავარ იარაღადაა ქცეული , ის დიქტატორების , მაფიოზების , ქურდების , მკვლელების ხელში ხალხის დაშტერების – გამოდებილების უმთავრესი ფაქტორია , რომელიც ადამიანების ჩაგვრის გამართლების იარაღადაა ქცეული ჩვენს ხარჯზე გამდიდრებული მილიარდელების ხელში
ზ უ ს ტ ა დ ი გ ი ვ ე ხ დ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი – ტატამამდე და სტადიონამდე დასცეს ქართველთა ეროვნული თვითშეგნება და მიზანი




კომენტარები