• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აპირებს ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილის გამოყენებას და რა გეგმა აქვს „ოცნებას“

ალია ავტორი - ალია
02:28 11-15-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა და მთელი ეს აურზაური, რაც მის დაჭერას მოჰყვა, ჯერ კაცმა არ იცის, რით დასრულდება. თუმცა, ვარაუდების გამოთქმის  უფლება გვაქვს და მით უმეტეს, თუ ეს ვარაუდები, „ქართულ ოცნებასთან“ დაახოებულ ადამიანთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზეა დაფუძნებული, მეტ სანდოობას  იძენს. ბევრი ამბობს, რომ ეს ხელისუფლება უკვე დასრულებულია, „ნაციონალები“ და მათი მხარდამჭერი პარტიები მშვიდობიან რევოლუციას მოაწყობენ, ამ გზით მოვლენ ხელისუფლებაში და მერე სააკაშვილიც თავისუფალი იქნება. თუმცა, ასე არ ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“, ასე არ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი. მიშას გაშვებას ხელისუფლება არ აპირებს და  რევოლუციური პროცესების განვითარებას ყველა საშუალებით აღუდგებიან წინ.  სააკაშვილის მომავალთან  უმრავი მოსაზრება არსებობს. ზოგი ამბობს, რომ მისი უკრაინაში ექსტრადირება მოხდება, რადგან  უკრაინის მოქალაქეა, უკრაინაში სასჯელის მოხდის მიზნით. შემდეგ  კი, მას უკრაინის პრეზიდენტი შეიწყალებს. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ზეწოლას ვერ გაუძლებს და მას  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „არა და არასდროს“ მიუხედავად, შეიწყალებს. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ მოხდება სააკაშვილის საქმეების  გადასინჯვა, მათი ხელახლა გამოძიება, ყველა საქმეში უდანაშაულოდ სცნობენ და  პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, რათა გაათავისუფლონ სააკაშვილი. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ადამიანის ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს, მით უფრო, სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი შესაძლო გათავისუფლების ისეთ  ვარიანტებს განიხილავენ, რეალობასთან ახლოს არ არის.

ამასობაში, ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ  პროკურატურუს  გადაწყვეტილებით,  სააკაშვილი, მისი ნების საწინააღმდეგოდ,  არ მიიყვანეს მისსავე  სასამართლო პროცესზე. ამით ხელისუფლებამ დაარღვია ევროკონვენციის მე–6 მუხლი და მას წაართვა თავისუფალი სასამართლოთი სარგებლობის უფლება. გარდა ამისა, სამოქალაქო კლინიკაში მისი არ გადაყვანით, დაარღვია ევროპული კონვენციის მე–3 მუხლი–ციხეში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის არარსებობა (სტრასბურგის სასამართლომ იგივე მუხლის დარღვევა დაადგინა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შემთხვევაში, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიჭირა). ციხეში სააკაშვილს არადექვატური სამედიცინო მკურნალობა რომ აქვს, ეს დაადასტურა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა. ასევე, საგულისხმოა, რომ ამ კონსილიუმის შექმნა იუსტიციის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული. რატომ უშვებს ხელისუფლება ასეთ შცდომებს? რატომ აძლევს სააკაშვილს ისეთ კოზირებს, რომელთა საშუალებითაც მას სტრასბურგის სასამართლოში  საქართველოს ხელისუფლებისთვის პროცესის მოგება შეუძლია?

უკვე მოგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაშვებას ხელისუფლება საკუთარი ნებით არ აპირებს, მაგრამ არც ის სურს, რომ მინიმუმ  6 წელი, სააკაშვილი  გლდანის ციხეში იჯდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს კიდევ არ დაუმატეს სასჯელი. სააკაშვილის გლდანის ციხეში ჯდომა ხელისუფლებისთვის  მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროა.  ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილის გამოყენებას საკუთარი გლობალური პოლიტიკური ინტერესებისთვის აპირებს, უთხრეს „ალიას“ სახელისუფლებო წყაროებმა და აი, რა არის ეს გეგმა.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები იჩივლებენ სტასბურგის სასამართლოში,  რომ დაირღვა მსჯავრდებულ და ბრალდებულ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლება, ესარგებლა თავისუფალი სასამართლოს უფლებით. ის ერთხელ უკვე არ მიიყვანეს სასამართლო პროცესზე და არც მომვალში აპირებენ ამას. ევროკონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არავის პატიობს სტასბურგის სასამართლო. კი, რაღაცაზე, შესაძლოა, თვალი სტრასბურგელ მოსამართლებსაც დაუხუჭავთ,   მაგრამ ევროკონვენციის  მე–6 მუხლის დარღვევა არავისთვის უპატიებიათ.  ამ  შემთხვევაში, დიდი შანსია,  რომ სტასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისროს საქართველოს ხელისუფლებას, შესაძლოა, საქართველოს პროკურატურას მოსთხოვის სააკაშვილის ყველა საქმის სასამართლოშო ხელახალი განხილვა. მით უმეტეს, სააკაშვილი არც იმ საქმეების განხილვას ესწრებოდა, როდესაც მას სასჯელი დაუსწრებლად  მიუსაჯეს.   თუ ვინმე იტყვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს უფლება არ აქვს, ჩაერიოს საქართველოს  მართლმსაჯულების  საქმიანობაში, ერთ საქმეს შევახსენებ. ხელისუფლება დიდხანს უარყოფდა, ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან ფარულად გამოყვანას და მის წაყვანას და შეხვედრას გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან. ამას მერაბიშვილი ირწმუნებოდა.  მერაბიშვილმა სტასბურგის სასამართლოში მოიგო პროცესი, სტრასბურგმა კი,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც პროკურატურა ექვემდებარებოდა, დაავალა ამ ეპიზოდის გამოძიება და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრ თეა წულუკიანს ამის სურვილი არ ჰქონდა, დაავალა  მთავარ პროკურატურას ამ საქმის გამოძიება.  გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ფარულად და კანონსაწინააღდეგოდ გამოიყვანეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. აქ მთავარი ის არის, რომ სტრასბურგის სასამართლომ, მისი ნების წინააღდეგ, საქართველოს ხელისუფლება აიძულა გამოეძიებინა ის საქმე, რომლის გამოძიებასაც არ აპირებდა ანუ, სტრასბურგის სასამართლოს გააჩნია საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენს  მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების ბერკეტები.  მოდით, დავუშვათ, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაავალა სააკაშვილის საქმეების ხელახლი სასამართლო განხილვა. ხელისუფლება ამას დათანხმდება. სააკაშვილი და მისი ადვოკატები, მისი მომხრე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები, აქაურებიც  და უცხოელებიც, ასტეხენ დიდ აჟიოტაჟს, რომ საქმები არ განიხილონ ქართველმა მოსამართლეებმა, რადგან მათ ნდობა არ გააჩნიათ და პროკურატურის ნების უსიტყვოდ აღმსრულებლები არიან.  ქართულ სასამართლოს  ევროპა რომ არ ენდობა, ევროკავშირი რომ არ ენდობა, ეს არართხელ დაგვიფიქსირეს  და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან,   შარლ მიშელთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთ–ერთი მოთხოვნა, უზენაეს სასამართლოში მურუსიძე–ჩინჩალაძის  კლანის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება იყო. თავად შარლ მიშელიც მოითხოვდა ამას. და თუ უზანაესი სასამართლოს მოსამართლეებს არ აქვთ ევროპელთა ნდობა,  ცხადია, კლანის წევრ  ქვედა ინსტანციების სასამართლოს მოსამართლებსაც არ ენდობიან ევროპელები და ესეც არაერთხელ დაუფიქსირებიათ. შესაბამისად, მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეები განიხილონ უცხოელმა, ევროპელმა მოსამართლეებმა. იმასაც შეგახენებთ, რომ არც ეს არის ფანტასტიკის სფერო. იმავე შარლ მიშელთან მოლაპარეკების პროცესში, ოპოზიციის ნაწილი მოითხოვდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უფლებამოსილება შესწყვეტოდათ და მათ ნაცვლად მოეწვიათ უცხოელი მოსამართლეები.  მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, უკვა მოიწვია უცხოელი პროკურორები და ისინი, ექსპერტების რანგში მუშაობენ საქართველოში–ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილედ ნამუშევარი ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.  მოკლედ, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში უცხოელთა ჩართვა და ჩარევა, უცხო არ არის, პრეცენდენტი არსებობს. საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება უცხოელი მოსამართლებიის მიერ სააკაშვილის საქმეების განხილვას.  ცხადია, მთელი ეს პროცესი დროში გაიჭიმება. ჩემი აზრით, მინიმუმ, 2 წელი დასჭირდება ამ საქმეს.  ბოლოს  მოწვეული უცხოელი მოსამართლეები  სააკაშვილს  უდანაშაულოდ სცნობენ. მიშა გამოვა ციხიდან და მთავარი მერე დაიწყება. ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანები, ის ხალხი, ვინც სააკაშვილსა და მის ჯალათებს ებრძოდა წლების მანძილზე, გულს აიცრუებს  ევროპაზე, ზოგადად, დასავლეთზე. ქვეყანაში გაიზრდება დასავლეთის მიმართ უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი და ეს  იმ ხელისუფლებას, რომელიც პრპრუსულ პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში, აწყობა. ამ განწყობის გაძლიერებას ხელისუფლების მართული ჯგუფები შეუწყობენ ხელს სოციალური ქსელით, ხელისუფლების მომხრე ინტელიგენცია და ექსპერტები კი მედიით. „სისხლისმსმელი სააკაშვილი დასავლეთმა გაათავისუფლა“,  დასავლეთმა თავზე დაგვახია ქართული კანონები“, „ევროპა და ამერიკა საქართველოს მტრები არიან“–ალბათ, ამგვარი   იქნება მათგან წამოსული მთავარი მესიჯები. მეტიც, საზოგადოების ნაწილი, რუსეთსა და დასავლეთთან მიმართებაში თუ მაინც ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და  დასავლეთისადმის გულისწყრომას მხოლოდ სახლში გამოხატავს, ნაწილი ღიად გააპროტესტებს და  რუსეთისკენ გადაიხრება.  ეს არჩევნების შედეგებში გამოიხატება, ხმას პრორუსულ პარტიებს მისცემენ.

თუ ციხეში მყოფი სააკაშვილი დესტაბილიზაციის წყაროა ხელისუფლებისთვის, გარეთ მყოფი უფრო მეტი საფრთხე არ იქნება იმავე ხელისუფლებისთვის? რაში აწყობს სააკაშვილის თავისუფლება ივანიშვილს? –ეს კითხვები აუცილებლად გაუჩნდება მკითხველს. გარეთ მყოფი სააკაშვილი საფრთხე კი იქნება ხელისუფლებისთვის, მაგრამ მას მომხრეთა რაოდენობა გაეზრდება,ის ხალხი, ვინც საბოლოოდ აიცრუებს გულს ევროპაზე სააკაშვილის გათავისუფლების გამო.ასევე, 2024 წლის არჩენების წინ, ხელახლა გააქტიურებს  მიშას და „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეს და ადრე ვისაც ამის არ სჯეროდა, გარეთ მყოფი სააკაშვილი დააჯერებს. შებამისად, მათი შიშით ხალხი ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას. კი, ეს ვა–ბანკზე წასვლაა,  თავისუფალი და სასჯელ და ბრალ მოხნილი სააკაშვილი რევოლუციის საფრთხეა, მაგრამ ეს ხელისუფლება დიდი ხანია, ბევრ უაზრი და მისთვის რისკების შემცველ დაგაწყვეტლებებს  ღებულობს  და არც ეს უნდა გაგვიკვირდეს.

მოკლედ, სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებში რუსეთის სასარგებლოდ, სრულიად შესაძლებელი და მოსალოდნელია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად რალური გამოდგება ეს ინფორმაციებზე დაფუძნებული ვარაუდი.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved