• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ამოიღო კრემლმა მიზანში სტალინის რეპრესიებს გადარჩენილი ორგანიზაციები

ალია ავტორი - ალია
14:23 08-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მთავრობა ხალხს კიდევ უფრო დაშორდა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონში შესატან ახალ ცვლილებებს  ხელი მოაწერა, რაც მას ნებისმიერ წამს კრიტიკული აზრის გამო, ადამიანების ან ორგანიზაციების „უცხოელი აგენტებად“ გამოცხადების საშუალებას აძლევს. რუსეთში ეს ფრაზა ჯაშუშთან და მოღალატესთან ასოცირდება. ექსპერტებმა ცვლილებები კრემლის ავტოკრატიული რეჟიმის მხრიდან ქვეყნის შიგნით  კრიტიკოსების გასაჩუმებლად გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეაფასეს. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება კი, პუტინს აგრესიული საგარეო პოლიტიკის მშვიდად განსახორციელებლად სჭირდება.

ტერმინი „უცხოელი აგენტი“ რუსულ კანონმდებლობაში პირველად 2012 წელს გაჩნდა. კანონის საფუძველზე შექმნილ სიაში, თავდაპირველად, მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები ხვდებოდნენ. მოგვიანებით, კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა და იგი მედია საშუალებებზე და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზეც გავრცელდა. ამ გზით პუტინი ხელოვნურად ქმნიდა რუსეთის საქმეებში დასავლეთის ჩარევის შემთხვევებს. კრემლი ამკვიდრებდა ნარატივს, რომ რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას გარეშე მტერი შიგნიდან, არასამთავრობოების საშუალებით ემუქრებოდა.

რუსეთში „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მატარებელი ინდივიდები და ორგანიზაციები ვალდებულები არიან, რომ სოციალ მედიაში პოსტების ატვირთვისას გააკეთონ წარწერა „მე უცხოეული აგენტი ვარ“.  თუ ასე არ მოიქცევიან, მათ ხუთ წლამდე პატიმრობაც კი ემუქრებათ. უფრო მეტიც, „უცხოელ აგენტებს“ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება და  კონფიდენციალურ ინფორმაციასთან წვდომა აკრძალული აქვთ. რეპრესიების ამ ახალმა ტალღამ რუსეთში მოღვაწე დამოუკიდებელი მედია საშუალებები უკვე დააზიანა.  პირველი ხუთი ფიზიკური პირი, ვინც „უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადეს 80 წლის ცნობილი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი და „რადიო თავისუფლების“ სამი ჟურნალისტია.

2021 წლის 23 აპრილს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დამოუკიდებელი მედია საშუალება „მედუზა“ „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა. ამ სიის ნაწილია  უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალიც“, რომელიც ცნობილმა საბჭოთა დისიდენტმა ანდრეი სახაროვმა დააფუძნა. საინტერესოა, რომ სიაში მოხვედრილი ორგანიზაციების ნაწილმა საქმიანობა „მემორიალის“ მსგავსად საბჭოთა წარსულში დაიწყო. ისინი საბჭოთა რეპრესიებს და გულაგებს დაუპირისპირდნენ და ზოგიერთი მათგანი სტალინის „დიდ ტერორსაც“ კი გადაურჩა. ირონიულია, რომ 21-ე საუკუნეში პუტინი მათ უღირსი „კანონებით“ ებრძვის.

კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, პირველ რიგში, რეპრესიების გატარების საშუალებაა, თუმცა მას საერთაშორისო რეზონანსიც აქვს. კანონი დასავლურ, ტრანსნაციონალურ ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და მედია საშუალებებსაც უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.  როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშული რუსული კანონი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და გამოხატვის თავისუფლებას ახრჩობს“.

თამარ მჟავანაძე

თეგები: ვლადიმერ პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved