„დამერწმუნეთ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტალღების რაოდენობის, რიგითობის თვლასა და შტამების დევნას. უბრალოდ, ის [რეგულაციები], რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ყველამ უნდა დაიცვას“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
იმის ვიზუალიზაციისთვის, თუ როგორ შეიძლება ჰაერწვთოვანი გზით გადამდები ვირუსის შეკავება, სერგეენკომ პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი გამოიყენა.
„პირბადე მაინც ატარეთ. ახლა, პირბადის ტარების 30%-იან მაჩვენებელზე ვარც, რაც წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია“, – აღნიშნა დავით გამყრელიძემ.
კომენტარები