• რეკლამა
  • კონტაქტი
01:03, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აიძულებს მედია პრემიერს იმაზე საუბარს, რაზეც შარლ მიშელთან ხმას ვერ იღებს – ორი ამოუცნობი განტოლებაა

ალია ავტორი - ალია
15:13 03-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

პირველ მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, პრემიერ ღარიბაშვილთან საუბრის შემდეგ, პრემიერთან ერთად ბრიფინგი მოაწყო და ბრიფინგისას თქვა:

“ყველა მხარეს მოგიწოდებთ, მოხდეს დეესკალაცია, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. დადგა ის დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, დადგა პოლიტიკური დიალოგის დროს – ეს პროცესი რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს, ეს არის სასამართლოს რეფორმა – დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებულ სასამართლო, ეს ისაა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად ასპექტს წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოს ნდობა, ეს მნიშვნელოვანია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული.“

მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელმა, მედიის თანდასწრებით, პირისპირ და ღიად უთხრა პრემიერს, რომ სასამართლოს არ აქვს ნდობა, და თქვა რომ “ყველამ იცის კონკრეტული საქმეები, რომლებიც უნდა იქნეს მოგვარებული” – პრემიერმა მის ამ რეპლიკას 1 მარტს ასე უპასუხა:

“მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს.”

დიახ, პრემიერმა, ბრწყინვალე ინიციატივა უწოდა ოპოზიციასთან მოლაპარაკების იდეას და სიტყვა არ დაუძრავს სასამართლოს იმ საქმეებზე, რომლებიც, შარლ მიშელის თქმით, “ყველამ იცის და უნდა მოგვარდეს!”.

დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“ – რატომ არ თქვა იგივე ფრაზა შარლ მიშელის თანდასწრებით პრემიერმა? – ამ კითხვას, სავარაუდოდ, ღარიბაშვილი არ უპასუხებს, სამაგიეროდ, დღეს მან რამდენჯერმე თქვა, რომ არ სურს საუბარი გვარამიაზე, არ სურს საუბარი ვადამდელ არჩევნებზე, არ სურს საუბარი პოლიტპატიმრებზე, თუმცა, პარალელურად, ისაუბრა ვადამდელ არჩევნებზეც, პოლიტპატიმრებზეც და გვარამიაზეც. როგორ აიძულებს მედია პრემიერს იმაზე საუბარს, რაზეც შარლ მიშელის თანდასწრებით ხმას ვერ იღებს – ეგ მეორე ამოუცნობი განტოლებაა.

შარლ მიშელის 3 გზავნილი – “ყველამ ვიცით კონკრეტული საქმეები” – რა უთხრა პრემიერს მიშელმა ჟურნალისტების თანდასწრებით?
რა ბრწყინვალე იდეა მიაწოდა შარლ მიშელმა პრემიერს? – აღფრთოვანებული ღარიბაშვილი
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიშარლ მიშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved