• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის რა დოზით მიიღება დუფასტონი – პრეპარატი ჰორმონალური დისბალანსის წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
10:59 12-27-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,548

რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა თქვენი ყოველდღიურობის სიჯანსაღისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ. სხვა მხრივ, პრობლემა რეპროდუქციულ უნარზე მათი შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებაა.

შესაბამისად, ასეთი დარღვევების მკურნალობას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმოთ — მათ სამკურნალოდ ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ასეთი საშუალებები მრავლადაა ხელმისაწვდომი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში.

ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston). ექიმები ამ პრეპარატს ირჩევენ იმიტომ, რომ მას ჰორმონალური დისბალანსის აღმოფხვრა საუკეთესოდ შეუძლია – მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერ პრეპარატის, ისე დუფასტონის მიღებისას სიფრთხილე გმართებთ. ექიმის დანიშნულებიდან გადახვევამ, ან მისმა არასათანადო ინფორმირებამ მკურნალობის დაწყებამდე, შეიძლება კარგ შემთხვევაში არაეფექტიან მკურნალობამდე, ცუდ შემთხვევაში კი მძიმე გვერდით მოვლენამდე მიგიყვანოთ.

როგორ გამოვიყენოთ დუფასტონი?

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დუფასტონის დოზები ინდივიდუალური შეიძლება იყოს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე, ამიტომ, პრეპარატის მიღებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მენსტრუალური ციკლის რეგულირებისათვის, 28-დღიანი ხანგრძლივობის მისაღწევად, შესაძლოა მიიღოთ 1 აბი დუფასტონი, ციკლის მე-11 დღიდან 25-ე დღემდე. თუ ენდომეტრიოზი გაწუხებთ, საშუალო დოზას ციკლის მე-5 დღიდან 25-ე დღემდე, დღეში 1-დან 3 აბამდე დუფასტონი შეადგენს.

დისმენორეის შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლის მე-5 დღიდან 25-ე დღემდე, დღეში 1-დან 2 აბამდე რაოდენობის დუფასტონი ინიშნება. ამ შემთხვევაშიც, დოზები, ჯერადი 10მგ/დღეში, უნდა განაწილდეს თანაბრად და საწყის ეტაპზე მაქსიმალური დოზა უნდა განისაზღვროს.

ლუტეინის უკმარისობით განპირობებული უნაყოფობის მქონე პაციენტებისათვის, მკურნალობა შედარებით ხანგრძლივია. პაციენტმა უნდა მიიღოს 1 აბი დუფასტონი ყოველდღიურად, ციკლის მე-14 დღიდან 25-ე დღემდე, ზედიზედ 6 ციკლის განმავლობაში (მინიმუმ). პაციენტმა დუფასტონი ორსულობის დროს, პირველი თვის განმავლობაში, იგივე დოზებით უნდა მიიღოს, რომლებიც ნაყოფის ჩვეული დაკარგვის შემთხვევაში მიიღება.

თუ დუფასტონს იღებთ პროგესტერონის დეფიციტის გამო ნაყოფის პოტენციური დაკარგვის შემთხვევაში, საწყის დოზად უნდა მიიღოთ ერთჯერადად 4, შემდეგ კი ყოველ 8 საათში თითო აბი. დოზები დღის განმავლობაში თანაბრად უნდა განაწილდეს.

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენის შესაჩერებლად, როგორც წესი, ინიშნება 2 აბი დუფასტონი 5-7 დღის განმავლობაში. სისხლის დაკარგვა მნიშვნელოვნად მცირდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ასეთი მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში თავს იჩენს გაუქმების სისხლდენა, რის შესახებაც პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილებული.

მეორეული ამენორეის წარმოშობის შემთხვევაში, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 1 ან 2 აბი დუფასტონი ციკლის მე-11-დან 25-ე დღემდე ენდომეტრიუმის ოპტიმალური სეკრეტორული გარდაქმნის მიზნით.

პოსტმენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკისათვის, ესტროგენებით თერაპიის ყოველი 28-დღიანი ციკლისათვის პირველი 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ესტროგენი, ხოლო დანარჩენი 14 დღის განმავლობაში, პარალელურად, დუფასტონი 10მგ-ის 1 ან 2 აბი.

სიფრთხილის ზომები

უკვე მიხვდებოდით, რომ დუფასტონი ძლიერმოქმედი პრეპარატია, შესაბამისად, მისი გამოყენებისას სიფრთხილის გარკვეული ზომების მიღება გმართებთ. ნუ მიიღებთ დუფასტონს, თუ აღგენიშნებათ ვაგინალური სისხლდენა, რომლის ზუსტი მიზეზიც დადგენილი არ არის – ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია ჯერ ექიმთან უნდა გაიაროთ.

ასევე, არ მიიღოთ დუფასტონი, თუ გაქვთ სქესობრივ ჰორმონებზე დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობის პირველ თვეებში, შეიძლება აციკლურმა სისხლდენამ ან სისხლიანმა გამონადენმა შეგაწუხოთ – დუფასტონი და გამონადენი ნამდვილად შესაძლოა ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. თუ აციკლური სისხლდენა ან გამონადენი პრეპარატის მიღების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოიშობა ან გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგაც, ამის მიზეზი აუცილებლად უნდა დაადგინოთ – ასეთ დროს ენდომეტრიუმის ბიოფსიის აღებაც შეიძლება გახდეს საჭირო, რათა ავთვისებიანი ცვლილებები გამოირიცხოს.

თუ დუფასტონით მკურნალობის რომელიმე ეტაპზე უჩვეულოდ ძლიერ თავის ტკივილს იგრძნობთ, შაკიკი შეგაწუხებთ, აღგენიშნებათ სიმპტომები, რომელიც თავის ტვინის იშემიის ნიშნები შეიძლება იყოს, მკურნალობის შეწყვეტა უნდა განიხილოთ. ეს ეხება სისხლის წნევის მნიშვნელოვან მატებას და ვენური თრომბოემბოლიის წარმოშობასაც.

ნაყოფის ჩვეული ან პოტენციური დაკარგვის შემთხვევაში, მკურნალობის მიმდინარეობისას უნდა გაკონტროლდეს ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობა, რათა ორსულობის პროგრესირება დადასტურდეს.

დეპრესიის ეპიზოდების ისტორიის მქონე პაციენტები მუდმივად ექიმის ყურადღების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ვინაიდან გვერდით ეფექტთა შორის დეპრესიაცაა მოსალოდნელი, მძიმე რეციდივის შემთხვევაში დუფასტონით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დუფასტონი არ უნდა მიიღონ ისეთმა პირებმაც, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორებიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ნუ მისცემთ საშუალებას არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს, თქვენი ყოველდღიურობა უარესობისკენ შეცვალონ – შეიძლება, ასი წლის წინ ამ პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტი განაჩენი ყოფილიყო, თუმცა 21-ე საუკუნე ამ კუთხით მრავალ გამოსავალს გვთავაზობს – ერთ-ერთი წარმატებული და საიმედო გამოსავალი კი ნამდვილად დუფასტონია.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved