• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და როდის განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა?

ალია ავტორი - ალია
17:05 05-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

პრემიერის ყოველი ბრიფინგის შემდეგ, “ალიაში” უწყვეტად შემოდის მოქალაქეთა ზარები და მათ ორი კითხვა აქვთ:

  1. როდის დასრულდება კომენდანტის საათი და რატომ არ შეუძლია საღამოს 21 საათის მერე სახლიდან გასვლა – რა პრინციპია?
  2. როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსები, როდემდე იაროს ადამიანმა ტაქსით აუცილებელ საქმეზე?

ყველას, ვინც “ალიას” დაურეკა, პრემიერის ბრიფინგი უკვე მოსმენილი აქვს და ნანახი – მაგრამ, გვეუბნებიან, რომ არ უჯერებენ ყურს და თვალს, ჰგონიათ, რომ გამორჩათ ის მომენტი, სადაც პრემიერმა გახარიამ კომენდანტის საათის მოხსნაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ისაუბრა. “გადავახვიეთ რამდენჯერმე და მართლა არაფერი უთქვამს?”, “იქნებ, მერე თქვა?”, “იქნებ, ჟურნალისტებს მოგწერათ?”- გვეკითხებიან.

კი, მართლა არ უპასუხა თქვენი ორი კითხვიდან არც ერთს პრემიერმა.

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და როდის აღდგენა საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

პრემიერმა არ იცის!

მერიამ არ იცის!

ამირან გამყრელიძემაც კი არ იცის!

ჩემი მეზობელი, შმმ პირი, ე.წ. “სტაიანშიკად” მუშაობდა “კარფურთან” – აუკრძალეს დგომა, არც სტრანსპორტია რომ მივიდეს მაღაზიამდე – “კარფური” არ დაკეტილა, უამრავი მომხმარებელი ჰყავს – ჩემი მეზობელი კი სახლში ზის და საჭმლის ფული არა აქვს, წიწიბურას იხარშავს ხოლმე და მაკარონს – რასაც მივაწვდით, იმის იმედადაა…

ხო, ვერც იმ თვითდასაქმებულთა პროგრამაში მოხვდა.

ყოველ დილით მეკითხება – როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი? როდის მოიხსნება შეზღუდვები? როდემდე უნდა იჯდეს სახლში?

სამწუხაროდ, მიწევს ვუთხრა, რომ:

პრემიერმა არ იცის!

მერიამ არ იცის!

ამირან გამყრელიძემაც კი არ იცის!

იციან და გეგმაში გაწერილი აქვთ, როდის გაიხსნება რეტორანი, სასტუმრო, როდის გაიხსნება კაზინო და გასართობი დაწესებულებები, როდის გაიხსნება დიდი მაღაზიები – ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ისიც კი იციან, როდის გაიხსნება ცა და დაიწყება ფრენები – მაგრამ, აი, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და კომენდანტის საათზე არაფერი იციან.

“ალია” თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ ეკითხება პრემიერს:

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, ბატონო გიორგი?

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved