• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდის იყო ის გულწრფელი, ახლა თუ 3 თვის წინ?” – თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
23:40 06-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
941
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
გატყუებთ სალომე ზურაბიშვილი, უკვე აღარ ვიცი მერამდენედ გატყუებთ. რეჟიმი არანაირად არ არის მორყეული, პირიქით – იმაზე ძლიერია, როგორც – არასოდეს. რუსების მონტაჟი ღრმად მიდის. თანაც, ხელოვნური ოპოზიციით ოლიგარქს გეგმა B აქვს ამოქმედებული.
გატყუებთ ზურაბიშვილი, რომ რუსთაველზე დგომას აზრი არ აქვს, პირიქით – როცა ბევრი ვართ, ცივილური სამყარო იწყებს რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებას. ამიტომაც გვითვლიან ხოლმე თავებს ქოცები.
დასავლეთი კი იმით განსხვავდება საოკუპაციო ძალებისგან, რომ გვაკვირდება ჩვენ- მოქალაქეებს და როცა ვავლენთ ურყევ ნებას, საქართველო დაუბრუნდეს დასავლურ გზას, როცა ვაჩვენებთ უკომპრომისო ბრძოლას, სწორად მაშინ ხალხის მოკავშირე ხდება დასავლეთი. ჩვენი ნების დემონსტრაციის მიუხედავად, მხოლოდ რუსეთი ახდენს სამხედრო ინტერვენციას და/ან მარიონეტული მთავრობის მოყვანას. ჩვენი აქციებზე დგომა არის გამარჯვების ფორმულა და რა თქმა უნდა, ოპოზიციის ერთსულოვანი ბოიკოტი რეჟიმის წინააღმდეგ.
არ ვიცი სალომე ზურაბიშვილის სუბიექტური აზრებით, როდის იყო ის გულწრფელი ახლა თუ 3 თვის წინ. შეგახსენებთ, ამა წლის 25 მარტს თქვა, რომ: “ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ერთობა”. დღეს ამბობს, რომ “ერთობა არის გამარჯვების ერთადერთი გზა”. არც ის ვიცი, სამთვეში ერთხელ, კვარტლურად სად იბარებენ ე.წ. ოპოზიციონერებს და რით აკაჩავებენ: მარტში ხაზარაძეც ფიქრობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქოცობას უდრიდა, სამი თვის შემდეგ – პიონერი კანდიდატი გახდა აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.
რაც შეეხება გამარჯვებას,გამარჯვების გზა ნამდვილად არის ბრძოლაში და ძალისთვის ძალის დაპირისპირებაში. აბა, ორბელიანიდან რუსთაველდე სეირნობით, მიკროფონთან დგომით და კეკლუცით ბინაში შეჭრილ უფასო მდგუმრებს ვერ გააგდებ, არა თუ – ოლიგარქს.
უსწორესად შეაფასა ზურაბიშვილის დღევანდელი უსუსური გამოსვლა გიგი უგულავამ: “სალომე ზურაბიშვილი ერთობა” სალომე ნამდვილად ერთობა ლიდერობანას თამაშით და ამ თამაშით ივანიშვილი კვლავ წაუგებელს თამაშობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არავინ აყვეს ამ ქალის ოქროყანულ ვნებებს – როცა არჩევნების ბოიკოტზე ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო, მაშინ ერთობა მისი მიზანი არ იყო, თავად თქვა. ახლა, როცა გაიყო პარტიები არჩევნების მონაწილეობის მიზეზით, ახლა ერთობა ერთადერთი გამოსავალიაო, ესეც თავად თქვა.
ისღა დარჩენია ზურაბიშვილს, რომ შემდეგ აქციაზე “კურთხევა მოგვცეს” ყველანი არჩევნებზე – გინდ ჩემი ლელო გააფერადეთ, გინდ ჩემი გაქცეული გახოო… წაუგებელ პარტიას დაარიგებს ოლიგარქი თუ სალომეს კვლავ მოკავშირედ განიხილავთ ვინმე.
აღარაფერს ვიტყვი დიპლომატი ქალის უგვანო ტონზე, ხალხის აღქმაზე და ა.შ. მადლობა ღმერთს, რომ ჭკვიანიც არაა და მხოლოდ მზაკვარია.
სალომე ერთობა, ივანიშვილი ერთობა. ახალგაზრდები საკნებში ბევრდებიან, საქართველო კი ჩქაროსნულით უახლოვდება კრემლს…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved