• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როდის იყო ამ ქვეყანაში შეხვედრა და ლაპარაკი ან სუფრაზე ჯდომა ტეხავდა იმ ხალხთან, რომელსაც იცნობ” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
22:44 01-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,692

,,გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია:

,,ადამიანების ლანძღვა და შეურაცხყოფა იმის გამო თუ როგორ არიან ერთად სუფრაზე, როგორ მეგობრობენ ან როგორ ულოცავენ რაღაცას ერთმანეთს ოპოზიციის და ხელისუფლების აქტივისტები, არის აბსოლუტური სიშლეგე.

განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ერთმანეთის რაღაცაა.

ეს ნარატივი არავის ისე არ ასუსტებს და არ აზიანებს, როგორც მის შემოქმედებს.

საკუთარ მაგალითზე ვიტყვი.

მე მყავს მეგობრები და ახლობლები, რომლებიც როგორც ხელისუფლების ისე ჩემი აზრით სრულიად უაზრო, უშინაარსო და მატყუარა ოპოზიციის მხარდამჭერები ან აქტივისტები იყვნენ ან არიან.

შეილება მეგობრულად ბევრი მიხუმრია, მიკამათია მათთან, მირჩევია რომ უკვე დროა რეალობა დაინახონ და ნათელ მხარეს გადმოვიდნენ, მაგრამ არასოდეს საკუთარ თავზე არ მიმიცია უფლება ისინი ამის გამო საჯაროდ გამელანძღა.

“ვიღაცას რატომ შეხვდი?”
“ვიღაცასთან სუფრაზე რატომ იყავი?”
“ვიღაცას ხელი რატომ ჩამოართვი?”
“ვიღაცასთან როგორ ბედავ ახლობლობას ან მეგობრობას?”

არ მესმის, როგორ შეილება ამის თქმის უფლება მისცე თავს თუ სხვა არც ერთი მტკიცებულება არ გაქვს იმაზე, რომ ადამიანმა რამე მიუღებელი ან ამორალური იკადრა?

როდის იყო ამ ქვეყანაში შეხვედრა და ლაპარაკი ან სუფრაზე ჯდომა ტეხავდა იმ ხალხთან, რომელსაც იცნობ ან ახლობლობ, მაგრამ სამყაროს მოწყობაზე განსხვავებული აზრი გაქვს?

პირიქით არ უნდა იყოს? მეგობარი თუ მცდარ გზას ადგას აუცილებელი არაა შეხვდე და შენი განსხვავებული აზრი ან რჩევა გაუზიარო?

პატარა ქვეყნის უპირატესობაა ის, რომ აქ ადამიანებს ბევრი საერთო საახლობლო ჰყავთ და ასეთი კავშირები საბოლოოდ სისტემას აიძულებს, რომ ყველაფერი არ იკადროს!

მე არ მესმის, რას იგებს რომელიმე ოპო აქტივისტი თავისიანის უაზრო ლანძღვით და ამ
კავშირების ჩაჭრით?
ასე ძლიერდება ოპოზიცია?

მომავალში ვინმესთვის, რომ სიურპრიზი არ იყოს, მე მინდა გავემიჯნო ამ სიშლეგეს და ვთქვა, რომ მე მყავს ახლობლები, რომელთა პოლიტიკური გემოვნება ბევრისთვის მიუღებელია, მე ვხვდები და ველაპარაკები (მათ შორის სუფრაზე) ხალხს რომლებიც ბევრი ადამიანისათვის არ არიან სანიმუშოები, მაგრამ სასაცილოდ მეჩვენება იმის მტკიცება, რომ თურმე ეს სამშობლოს ღალატი ან ამორალური საქციელია.

მბევრჯერ ვყოფილვარ მსგავსი სიგიჟის მსხვერპლი, მაგრამ სერიოზულად არასოდეს მინერვიულია ამაზე. პირიქით სულ ის მიმაჩნდა პრობლემად, რომ ჩემ ცხოვრებაში ცოტა იყო და არის ასეთი შეხვედრები და საუბრები განსხვავებულ აზრზე მყოფ კოლეგებთან და სამწუხაროდ, უფრო ცოტაჯერ დამთავრებულა რაიმე შეთანხმებით.

მე იმ რწმენით გამზარდეს, რომ შეხვედრა და ლაპარაკი ან რამის მილოცვა კი არაა ამორალური, ამორალური არის ტყუილი, მაგალითად, როცა თავს ოპოზიციონერად აცხადებ და მთავრობასთან ხარ შეკრული.
ამორალური არის ცენზურა, რაც როგორც წესი, სწორედ იმ ხალხს აქვს მოწყობილი, რომელიც სხვას ლანძღავს ვიღაცასთან გადაღებული ფოტოს გამო.“

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved