დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში მოსახლეობისთვის ვაქცინაციის პერიოდზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, “ჩვეულებრივი” მოსახლეობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა შემოდგომიდან დაიწყება:
“რეალისტები თუ ვიქნებით, ეს ვაქცინაცია იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”
კომენტარები