• რეკლამა
  • კონტაქტი
10:41, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის გამოჩნდება ისევ ილონ მასკის თანამგზავრები ცაში საქართველოდან

ალია ავტორი - ალია
14:20 04-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

ილონ მასკის პროექტის, Starlink-ის თანამგზავრები ძალიან ბევრმა ადამიანმა გუშინ საქართველოდანაც დაინახა, ხომალდები ცაში დღეს, 27 აპრილსაც გამოჩნდება; თანამგზავრთა მწკრივის გავლა თბილისის დროით 21:07 საათზე ჩრდილო-დასავლეთის ცაზე დაიწყება და რამდენიმე წუთის შემდეგ დასრულდება სამხრეთ-აღმოსავლეთის ცაში. ასე რომ, ვინც ეს შთამბეჭდავი სანახაობა გუშინ ვერ იხილით, ამის შანსი დღესაც გაქვთ და მომავალში უფრო ხშირად გექნებათ.

პროექტი Starlink-ი ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანი მთელი პლანეტის თანამგზავრული ინტერნეტით დაფარვაა.

პროგრამას მასკმა Starlink-ი უწოდა და მას მისი კომპანია, „სფეის იქსი“ ახორციელებს. თანამგზავრების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს, საცდელი თანამგზავრები პირველად 2018 წელს გაუშვეს, პირველი 60 თანამგზავრი კი 2019 წლის მაისში. ბოლო ერთი კვირაა, „სფეის იქსი“ ხომალდების ახალ ნაკადს უშვებს და ორბიტაზე გასული თანამგზავრების მოძრაობა საქართველოს ციდანაც შესანიშნავად ჩანს.

პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს.

მასკის განცხადებით, მისი მიზანია, უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, ასეთი რეგიონებისთვის ბეტა-ტესტირების ფაზა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყება, საყოველთაო ტესტირება კი ექვს თვეში.

სერვისის ამოქმედების შემდეგ, Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობას და ქსელთან წვდომას „სფეის იქსის“ სპეციალური მიმღები ყუთით შევძლებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved