• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის დაიწყება სანქციების მეორე სერია – „ახალი პაკეტი წამოვა და აქ პოლიტიკოსები ერთმანეთს დაჭამენ“

ალია ავტორი - ალია
20:38 04-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,370

ანი დვალიშვილი

ამერიკამ ოპოზიციას მოსამართლეების დასანქცირებით, უდიდესი უპირატესობა მიანიჭა და საფუძველი მისცა, რომ ხელისუფლება უკვე საქმით აკრიტიკონ, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს ამისთვის არ სცალიათ. ნაციონალური მოძრაობა 9 აპრილის აქციის ორგანიზებით არის დაკავებული და დარწმუნებულია, რომ აქტივს ღამეც დატოვებს და პროცესებს გრძელვადიან პროტესტში გადაიყვანს (ძალიან გვეეჭვება, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს). დანარჩენი ოპოზიცია კი თანხმდება იმაზე, რომ უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ ძირითად ნაწილს გაერთიანება ნაციონალების გარეშე სურს, რაც სხვებს არ აწყობთ. როგორც წესი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში ჩნდება იმედი, რომ ხელისუფლება ახლა მაინც შეიცვლება და ყველას სურს, ამ ცვლილების ავანგარდში იყოს, იწყება თანამდებობების გადანაწილება, ბოლოს კი, ისე გამოდის, რომ ვისაც ყველაზე დიდი ამბიცია ჰქონდა, ყველაზე დაბალ შედეგს აჩვენებს, ხელისუფლება კი არ იცვლება. ახლაც, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ძალიან საეჭვოა, ოპოზიციამ ამ მდგომარეობითა და რეიტინგით, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს. ლაკმუსის ქაღალდი შუალედური არჩევნები უნდა გახდეს, რომელიც 29 აპრილს გაიმართება, მაგრამ ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს და იტყვის, მონაწილეობას არ ვიღებ, თორემ რომ მიმეღო, მოვიგებდიო.

დასასრულ – სანქციების მეორე სერია, რომელსაც მოუთმენლად ელის ოპოზიცია და შიშით ხელისუფლება, შესაძლოა, ძალიან მალე იყოს. ყოველ შემთხვევაში, საქმე იქეთკენ მიდის, რომ სანქციების ახალი პაკეტი წამოვა, აქ პოლიტიკოსები ერთმანეთს დაჭამენ, ხოლო კელი დეგნანი იტყვის, ვადა ამომეწურაო და მას სხვა ელჩი ჩაანაცვლებს, ანუ ხელის გაშვერა დეგნანისკენ აღარ გამოვა. არადა, ახლაც ძალიან უხერხული სიტუაციაა – ამერიკა ამტკიცებს, ოთხი მოსამართლე კორპუმპირებული გყავსო და ხელისუფლება კიდევ მათ თანამდებობებს არ ატოვებინებს. პოლიტიკური პინგ-პონგი დიდ ხანს ვერ გაგრძელდება და რომელიღაც მხარემ უნდა დათმოს, თუმცა ამერიკას არასდროს დაუთმია და… არც „ოცნება“ თმობს ბოლო პერიოდია. ჰოდა, ახლა ისე ჩანს, ერთ-ერთმა მხარემ, მეორეს უნდა დაათმობინოს და ვნახოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved