• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის და როგორ შეიძლება გამოვლინდეს ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ? – მაია გოთუა

ალია ავტორი - ალია
16:22 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, მაია გოთუას განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება:

„როცა პაციენტი მოდის და ვაქცინაციამდე ავსებს კითხვარს, რომელიც აცრამდე მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ფილერთან დაკავშირებული კითხვა არის დამატებითი კითხვა. ფილერების გამომყენებელ ადამიანებში რეაქცია მოგვიანებით არის განვითარებული, არა მწვავედ, არამედ 1-2 დღის შემდეგ. ის უმეტესად ვლინდება შეშუპება – შეწითლების სახით იმ ადგილას, სადაც ფილერია გამოყენებული.

არის სპეციალური დოკუმენტაცია, გაიდლაინი, რომელიც ამერიკის დემორმატოლოგიური ქირურგიის სამსახურმა შექმნა და იქ ნათქვამია, რომ ვაქცინაციისთვის ფილერის გამოყენება უკუჩვენება არ არის და არც ვაქცინაციის შემდგომ ფილერის გამოყენება არის უკუჩვენება. ამასთან, დოკუმენტაციაში არის რეკომენდაცია, რომ ზოგი მეცნიერის აზრით, სასურველია მოქალაქეს ფილერი ვაქცინაციამდე 2 კვირის პერიოდში გაკეთებული არ ჰქონდეს, თუმცა, შესაძლოა, იყოს მეტი დროც გასული. მაგრამ, ფილერის გაკეთება არ წარმოადგენს უკუჩვენებას შემდგომი ვაქცინაციის ჩასატარებლად. თავად რეაქცია, გამოვლინება არ მიიჩნევა სერიოზულ გართულებად. ეს ჩვეულებრივ მედიკამენტებს, სტეროიდებს, ანტიჰისტამინუ პრეპარტებს ექვემდებარება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფილერის ეს რეაქცია მხოლოდ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის არაა დამახასიათებელი. ანალოგიური არის აღნიშნული გრიპის ვაქცინაზე, შეიძლება იყოს სტომატოლოგიური ჩარევისას მექანიკურ გააღიზიანებაზე, ინფექციაზეც. ექვემდებარება ყველა იმ პრეპარატს, რაც ჩამოვთვალე და არ წარმოადგენს საზოგადოების შეშფოთების მიზეზს. კარგია, რომ ეს კითხვა დაემატა, რადგან ადამიანი წინასწარ იყოს გაფრთხილებული და ადვილად იყოს დაზღვეული შესაბამისი მედიკამენტით“

წყარო – ინტერპრესნიუსი

თეგები: მაია გოთუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved