• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის და რამდენით გაიზრდება რძის პროდუქტები და რატომ მოიმატებს ფასები?

ალია ავტორი - ალია
21:58 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

ანი დვალიშვილი

შემოდგომისთვის „ალიამ“ რძის პროდუქტების გაძვირება რომ დაგიანონსათ, მაშინ არ ვიცოდით, რომ შროტის საბაჟო ფასი გაიზრდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რძის პროდუქტზე ფასი დაანონსებულზე უფრო მეტად, სავარაუდოდ, 20-30%-ით გაიზრდება. შროტი ის კომპონენტია, რომელიც საქონლის კვებისთვის აუცილებელია და მეწველი ძროხების რაციონში აუცილებლად შედის. სამწუხაროდ, გაძვირდება ზეთიც და რაც მთავარია, გაძვირდება პურ-პროდუქტები, რადგან ძალიან დიდია იმის შანსი, რომ რუსული ხორბალი თურქეთიდან შემოვიტანოთ, რაც ტრანსპორტირების ხარჯს გააძვირებს. რატომ? იმიტომ, რომ ხორბალიც და პურის ფქვილიც, ჯერ რუსეთ-თურქეთის საბაჟოს გაივლის, მერე ქართულს და ორმაგად განბაჟებული უფრო ძვირი ეღირება.

დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ ისიც, რომ 1-ელი იანვრიდან მოიმატებს ელექტროენრგიისა და გაზის გადასახადი. ამის თაობაზე სემეკთან შეთანხმებას კომპანიებმა უკვე მიაღწიეს და ახლა უბრალოდ ახალ წელს ელოდებიან. გაზის ტრანსპორტირების რა გითხრათ, არაფერი შეცვლილა, აი, ელექტროენრგია კი…

„დენის ბოძები, კაბელები და ზოგადად, ყველა საჭირო ინვენტარი უკრაინიდან შემოდიოდა. ახლა ეს ხაზი გაჩერებულია და შემოგვაქვს თურქული ან ჩინური, რომელიც სწორედ უკრაინაში ომის გამო, უფრო ძვირი და უფრო ცუდი ხარისხისაა, მალე ფუჭდება და კვლავ ახლის ყიდვა გვიწევს. შედეგად, კომპანიას გაეზარდა ხარჯი, რაც ელექტროენრრგიის საფასურის გარდა, ვერაფერში ვერ აისახება. ამიტომ, მატება იქნება და ეს გარდაუვალია“,-გვითხრა „ენერგო პრო ჯორჯიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

დენის და გაზის მატებასთან ერთად, სხვა პროდუქტებიც რომ გაძვირდება, თქმა არ უნდა. ამიტომ, წესით უმძიმესი ზამთრისთვის უნდა მოვემზადოთ.  არაერთი ადამიანი კითხულობს, რატომ არის, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება და პროდუქტებზე ფასები არ იკლებს. ეს იმიტომ, ბატონებო, რომ ლარი თითქმის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც დოლართან მიმართებაში მყარდება, დანარჩენი მსოფლიოს ვალუტა, დოლართან მიმართებაში უფასურდება. ეს ეხება ევროსაც და ფუნტსაც. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს გამყარება ეროვნული ბანკის „სინდისზეა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურადაა გაკეთებული და შედეგად, საერთაშორისო ბაზარზე ამ გამყარებას შედეგი არ აქვს. აი, როცა ლარი ხელოვნურად კი არა, ეკონომიკის წინსვლით გამყარდება, მაშინ ფასების დაკლებაზეც იქნება შესაძლებელი საუბარი. მანამდე კი…

„ვისაც ფული აქვს, ახლა დოლარს და ევროს უნდა ყიდულობდეს და ინახავდეს, რადგან ლარი აუცილებლად გაიქცევა და დიდი დანაზოგის შემთხვევაში, სოლიდური მოგების ნახვა შეიძლება“, – ეს ერთ-ერთი გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა გვითხრა და ისიც დააყოლა, რიგითი ადამიანები ამას ვერ მოახერხებენ, ჩინოვნიკებს კი იმდენი ფული აქვთ, გადახურდავებას და ლოდინს არ დაიწყებენო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved