ინგა ფერაძეს სავარაუდოდ შაბათს, 14 ოქტომბერს ჩამოასვენებენ ბრიუსელიდან თბილისში. ამის შესახებ ინფორმაციას ინგა ფერაძის მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართულია და ვისი მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი ინგას სამშობლოში დაბრუნება და დაკრძალვა. მოგვიანებით დეტალურად დავწერ ყველაფერს და სათითაოდ გადავუხდი მადლობას ყველას.
პანაშვიდების და დაკრძალვის დეტალებსაც დავწერ დაინტერესებული ადამიანებისთვის ვისაც სურვილი აქვს ბოლო გზაზე გააცილოს ჩვენი ლეგენდა“. – წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები