„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტას გამოეხმაურა და პოლიტიკურ ძალას ბრალი უპრინციპობაში დასდო.
„სწორედ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ივანიშვილის პროპაგანდას და უიმედობას პოლიტიკური პროცესის მიმართ, როდესაც სხვებს ეძახი „პუფებს“, ამხელ და თავზე ნაგვის ყუთებს ახურავ, შემდეგ შენ თვითონ იმავეს აკეთებ, ამით ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებ.
ივანიშვილის რეჟიმის მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკა თუ საზოგადოებრივი ცხოვრება არის ტყუილი, უპრინციპობა და კონიუნქტურის აყოლა, ოპოზიციას სჭირდება ამის საპირისპირო სიმტკიცის ჩვენება. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის საპირისპიროს აკეთებს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
კომენტარები