• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ, ამას სჭირდება სათანადო პასუხები – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:28 05-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე  დასმულ შეკითხვას, რატომ აკრიტიკებს მუდმივად „ქართული ოცნება“ უკრაინის ხელისუფლებას და იგივე კრიტიკა რატომ არ ისმის რუსეთის ხელისუფლების მიმართ., ასე უპასუხა:

„რაც შეეხება ზოგადად ჩვენს დამოკიდებულებას , რა თქმა უნდა ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკრაინა ომის მდგომარეობაშია მისი ხელისუფლების მიმართ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებული, მაგრამ ხშირად რთულია არ გამოხატო პოზიცია მაშინ, როდესაც ყოვლად ალოგიკურ გადაწყვეტილებას იღებენ. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩი გაჰყავთ ქვეყნიდან, ან როდესაც აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმე გარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების დახოცვისა. ანუ უნდა ჰქონდეთ საქმე, რასაც ჰქვია ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვა და არამარტო კაცების დახოცვა. ამაზე როდესაც საუბრობს მაგალითად, მათი უშიშროების საბჭოს მდივანი, როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო პასუხები და მკაცრი პასუხები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ თვითონ პიროვნებებთან დამოკიდებულებას, ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და არამარტო განწყობებით, პირდაპირ საქმით. მაგალითად, იგივე პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ა.შ. ასეთი ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებელი ადამიანები დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინელი პატრიოტები. ის, რომ მათ უნდათ დღეს, საქართველოში ომი და ის, რომ წარსულში ისინი დაკავშირებული იყვნენ იანუკოვიჩთან, ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირია“,

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved