• რეკლამა
  • კონტაქტი
17:48, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდესაც გირტყამენ და გესვრიან, თავი უნდა დაიცვა, ბუნებრივია”

ალია ავტორი - ალია
01:51 06-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

 პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა:

„სამწუხაროა, ერთი მხრივ, რომ მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა და ეს ბრძოლა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ გაჩერდება, არ დამთავრდება, რადგან ეს არის მუდმივი და განგრძობადი პროცესი.

შარშან აქ ერთი პოზიტიური მხარე ჰქონდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, დაიბადა ახალი მებრძოლი თაობა, რომელმაც წინა თაობებისგან გადაიბარა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროშა და დარწმუნებული ვარ, მათ უკვე საკუთარი ხელებით მოიპოვეს ის გამარჯვება, რომელიც პროპორციულ არჩევნებს შეეხებოდა, რომელიც მერე უკან წაიღეს, მაგრამ მაინც მოუწევთ უკან დაბრუნება და ამ გამარჯვებებს ეს თაობა გააგრძელებს ეს თაობა კიდევ უფრო დიდ ხანს.

რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერასდროს ვერ დაადასტურებს იმას, რომ შარშანდელი პროცესები იყო პოლიტიკური პარტაქტივით მართული პროცესი. ეს იყო რიგითი ადამიანების პროტესტი. თუნდაც იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომელიც ხელისუფლებამ თვითონ გამოიძია, ვერ დაადასტურეს თუნდაც იმ ბრალდებული ადამიანების ერთმანეთთან კავშირი, თუნდაც ჩემთან კავშირი, ნიკა მელიასთან კავშირი, რადგან ყველა იყო აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოსული ამ პროცესში. ხელისუფლებას თუ აქვს სურვილი, საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც შეელახა, არჩევნები მოდის და მით უმეტეს, გაიუმჯობესოს თავისი რეიტინგი. უნდა აღიაროს დროზე საკუთარი შეცდომა, რომ ჩაიდინა დანაშაული საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულის სტატუსი გაცილებით მეტ ადამიანს უნდა მიანიჭოს, უნდა დასაჯოს ის თანამდებობის პირები, რომლებმაც პირდაპირ გასცეს ბრძანება იარაღის გამოყენებაზე და ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას.

პროტესტი იყო სპონტანური და გამოიწვია გარკვეული სამართალდამცავების თავხედურმა ქმედებებმა.

იქიდან იყო წყლის გადმოსხმა, ბოთლების სროლა და ა.შ. ამის გამო აღშფოთდნენ ადამიანები, თორემ თქვენ აკვირდებოდით, ალბათ, საათების განმავლობაში ჩვეულებრივად, მშვიდად მიდიოდა პროცესი. პირადად მე 20 ივნისს დილით აქ არ უნდა ვყოფილიყავი, მივფრინავდი საზღვარგარეთ. სრულიად შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ პროცესი გამოიწვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საზოგადოების ზურგსუკან მართული პროცესის შედეგად გავრილოვის ჩამოყვანამ. ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან არ იყო ორგანიზებული, მათი მხრიდან იყო.

პროტესტი რაც იყო, ეს იყო სრულიად ლეგიტიმური პროცესი, რომელიც არ გასცდენია კანონის ჩარჩოებს. ადამიანი შეიძლება, საკუთარ თავს იცავდეს. ვიღაცამ შეიძლება, უკანონო ბრძანება მიიღო და ამ უკანონო ბრძანებას ასრულებდა, ამ ბრძანების შესრულების შედეგად, ადამიანმა შეიძლება, საკუთარი თავი დაიცვა. როდესაც გირტყამენ და გესვრიან, თავი უნდა დაიცვა, ბუნებრივია.

ჩემთან მიმართებაშიც კი, ის სამარცხვინო განაჩენი, რომელიც დააყენა ივანიშვილის სასამართლომ, იქაც კი ვერაფერი ისეთი ვერ დაასაბუთეს, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. თუნდაც მათი მომხრეებისთვის. ვინმე გინახავთ დასჯილი? პოლიციის ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული. დილის ექვსის ნახევარზე მე ვიყავი ფილარმონიასთან, შემდეგ ნახევარ საათში გადავინაცვლე უნივერსიტეტთან. მოსდევდნენ ახალგაზრდებს, ქუჩა-ქუჩა, სადარბაზო-სადარბაზო და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. ეს ვისი ბრძანების შედეგი იყო? ხელისუფლების რა თქმა უნდა, რადგან პოლიციელი ამას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved