• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როდესაც აქცია დამთავრდა და საავადმყოფოში ვბრუნდებოდი, დედა უკვე გარდაცვლილი იყო…” – რას წერს კოკა მორგოშია

ალია ავტორი - ალია
02:04 07-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,932

,,ალტ-ინფოსა” და ,,კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელი, კოკა მორგოშია სოციალურ ქსელში წერს:

,,?‼️საზოგადოების დიდი ინტერესებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ საჭიროა ახსნა-განმარტება ჩემ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. არასდროს არ ჩამითვლია და არც ვთვლი, რომ ულტრალიბერალურ ფლანგს რამე უნდა ავუხსნა ან ვალდებული ვარ, მათ რამე დავუმტკიცო. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ძალიან დიდი მხარდაჭერა და სითბო გამოხატა ჩემ მიმართ. პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტის მიერ ინიცირებული სანქციები მე საერთოდ არ მადარდებს. ყოველთვის ვიყავი მზად ამისთვის და ვიცოდი, რომ დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ეს მაინც მოხდებოდა. მე სანქციები 41 წლის წინ, 1982 წლის 28 მაისს, დაბადებისთანავე დამადეს დედაჩემმა და მამაჩემა და ეს სანქციები არის ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლა, რომელი ღირებულებებითაც ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მოვიტანეთ ეს ქვეყანა დღემდე. მახსოვს, 2020 წელი იყო, კინოთეატრ ,,ამირანთან” საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა გეი თემატიკის შემცველ ფილმს. მაშინ ცხონებული დედაჩემი საავადმყოფოში იწვა და თავისი ცხოვრების ბოლო საათებს ითვლიდა. როდესაც მივედით მასთან გამოსამშვიდობებლად, რადგან მისი ცხოვრების ბოლო წუთები იყო, დამიძახა, მოდი ახლოსო. მე ძალიან ვნერვიულობდი და ვცდილობდი, არ მეჩვენებინა მისთვის ჩემი ემოციები. მითხრა, რომ ბოლო თხოვნა შემისრულეო, რაზეც დავპირდი, რომ, აუცილებლად, შევუსრულებდი მას ყველა თხოვნას. დედამ მითხრა, რომ მისი პალატა დამეტოვებინა და შევერთებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც მე მელოდებოდნენ კინოთეატრთან. გამეღიმა, მაგრამ დედისთვის მიცემული სიტყვა შევასრულე და წავედი. როდესაც აქცია დამთავრდა და საავადმყოფოში ვბრუნდებოდი, დედა უკვე გარდაცვლილი იყო. თქვენ კი მაშინებთ იმით, რომ ევროპაში არ შემიშვებთ და ანგარიშებს დამიხურავთ. მისამართი შეგეშალათ, არ ვარ ის ადამიანი, ვინც თქვენ ყურებით გყავთ დაჭერილი. ამ ისტორიას, ზოგადად, საჯაროდ არ ვყვები. ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა და ,,ალტ- ინფოს“ ბიჭებმა იციან. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ამის მერე იცოდეთ: ჩემთან მსგავსი სისულელეებით ვაჭრობას აზრი არ აქვს. პირიქით, რაც უფრო მეტი წნეხი იქნება, მით უფრო გავძლიერდები და მალე მოგიღებთ ბოლოს… და როცა მაიდანს დააპირებთ, ის საზოგადოება, რომელსაც ანტიმაიდანი ჰქვია, გამოვალთ და რაც 30 წელი ქართველმა ხალხმა ითმინა, ყველაფერს ერთად დაგატეხავთ თავზე და ჩამოგიღებთ თავყბას, ჩვენ, არც სისხლისღვრის შეგვეშინდება, თუ ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ წახვალთ.

ამიტომ, ევროპული სანქციები ჩემთვის პრობლემა არასდროს არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დამტკიცება, რომ ბრძოლას, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, არის გამარჯვებისკენ მიმართული და ამ ბრძოლაში ჩვენ, აუცილებლად, ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. ეს არის იმის აღიარება, რომ ჩვენ მათთვის ვართ ნომერ პირველი სამიზნე და ნომერ პირველი პრობლემა. 2021 წლის 5 ივლისს ჩვენ მათ დავუდგით დიდი კუბო, სადაც ჩავაწვინეთ ულტრალიბერალური ფლანგი და 8 ივლისს ამ კუბოზე დავაჭედეთ დიდი ლურსმანი და ახლა დარჩა მხოლოდ საფლავის ქვა, რომელსაც მათ დავადებთ გულზე… დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენი ბრძოლა დასრულდება უდიდესი გამარჯვებით!”

6 ევროპარლამენტარი „ალტ-ინფოსა“ და კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს

თეგები: კოკა მორგოშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved